ახალი ამბები

წიგნის პრეზენტაცია

27 ოქტომბერი 2016 წელი

2016 წლის 27 ოქტომბერს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ნინო ხარჩილავას წიგნის, „საქორწინო ტრადიციები ისტორიულ სამურზაყანოში“ პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სრულად

მასტერკლასები

25 ოქტომბერი 2016 წელი

მიმდინარე წლის ოქტომბერში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მახარდაჭერითა და დაფინანსებით "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩატარდა მასტერკლასები დრამატურგიასა და რეჟისურის ოსტატობაში. პირველ ეტაპზე დრამატურგმა ირაკლი სოლომონაშვილმა ჩაატარა მასტერკლასები „კინოსცენარზე მუშაობის თეორიასა და პრაქტიკაში“. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სცენარზე მუშაობის სპეციფიკას, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად სცენარის შესრულებისა და წარდგენის ეტაპებს. რეჟისორისა და სცენარისტის ერთობლივი მუშაობის სპეციფიკასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. დრამატურგმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს. სტუდენტებს მიეცათ პრაქტიკული დავალებები, მასტერკლასზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი სცენარების განხილვასა და ანალიზს.
სრულად

ბექა ბოლქვაძის პირველი პერსონალური გამოფენა ავსტრიაში

22 ოქტომბერი 2016 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ავსტრიული მხარის მოწვევითა და ორგანიზებით 21 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ კრემსში, გალერეა „დალიკო“-ში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის, ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ქართველი ხელოვანის ფერწერულ ტილოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ავსტრიელი ფოტოგრაფის, უში ოსვალდის ბათუმში გადაღებული ფოტოები.
სრულად

„განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი - 2016“

19 ოქტომბერი 2016 წელი

გაცნობებთ, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, და საგანმანათლებლო სააგენტოები.
სრულად

ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

18 ოქტომბერი 2016 წელი

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (Office of the High Commissioner for Human Rights in South Caucasus UN OHCHR) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031