ახალი ამბები

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალი

2 ნოემბერი 2016 წელი

4 და 5 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება. ორი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები და შემსრულებლები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ მუსიკასა და მასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს გაეცნობიან.
სრულად

გიწვევთ სპექტაკლზე

1 ნოემბერი 2016 წელი

მიმდინარე წლის 2 და 3 ნოემბერს გიწვევთ უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის IV კურსის საკურსო სპექტაკლზე ანრი დანონის „პიკნიკი ქალაქქვეშ“. ჯგუფის ხელმძღვანელი _ თამაზ ბოლქვაძე, ასისტენტ - პედაგოგი - მანანა ხელაია. დასაწყისი 15-00 საათზე. სასწავლო თეატრის მცირე დარბაზი. პირველი სართული. აუდიტორია 11.
სრულად

ესტონური დღეები საქართველოში

1 ნოემბერი 2016 წელი

განათლების, შემეცნების, კულტურის და კულინარიის სამი დღე თბილისში.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

30 ოქტომბერი 2016 წელი

Challenge 2017 წლის სტუდენტურ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო!
სრულად

„ელეონორა“ სპექტაკლის პრემიერა

29 ოქტომბერი 2016 წელი

სპექტაკლის პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა. ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორა“ სცენაზე რეჟისორმა ეთერ თავართქილაძემ გააცოცხლა. სპექტაკლში მთავარ როლებს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები: ლინდა ხალვაში, მიხეილ ღომიძე და გიორგი ყურავა ასრულებდნენ (ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ვ. ბიბილეიშვილი).
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031