გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

2 ნოემბერი 2016 წელი

4 და 5 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის XI საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები და  დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება. ორი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები და შემსრულებლები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ მუსიკასა და მასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს გაეცნობიან.

ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალის კონცერტებში მონაწილეობენ: უცხოელი ინდივიდუალური შემსრულებლები: ვასილი ჟოვანიკი (უკრაინა), აბდულა აკატი (თურქეთი), ნაიმე იარკინი (თურქეთი), ბარიშ აიჰანი (საფრანგეთი), აგრეთვე, ანსამბლები: რეხეული, შემოქმედი, ტრიო ხელხვავი, გორდელაძეების ოჯახი (ოზურგეთი), აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, მგალობელთა გუნდი (ბათუმი), შუახევი (შუახევი), იაგუნდი (ქედა), კოლხა (ხელვაჩაური), სამტრედიის საკათედრო ტაძრის გუნდი, იადგარი (ქუთაისი), ოდოია (ზუგდიდი);

ფესტივალის განრიგი:

4 ნოემბერი
10:00  - 14:00 - სამეცნიერო კონფერენცია (ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი. მის. ლუკა ასათიანის 37)
14:00 -  გივი ნახუცრიშვილის წიგნის - „ფოტოხელოვანის თვალით დანახული აჭარის არქიტექტურული ძეგლები“ პრეზენტაცია (ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი. მის. ლუკა ასათიანის 37)
18:00 - ტრადიციული მუსიკის კონცერტი - (ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზი. მის. დემეტრე თავდადებულის 20)

5 ნოემბერი
10:00 – 14:00 - სამეცნიერო კონფერენცია - (ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი. მის. ლუკა ასათიანის 37)
14:00 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ლეჩხუმი განძი“  (რეჟ. თინათინ ჭაბუკიანი)
(ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი. მის. ლუკა ასათიანის 37)
18:00 - ტრადიციული მუსიკის კონცერტი (ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზი. მის. დემეტრე თავდადებულის 20)

საკონტაქტო პირები:
ფესტივალის ორგანიზატორი - ხათუნა მანაგაძე   ტელ. 593 311400;

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031