Erasmus+

 

RURD პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა

2022 წლის 18 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში RURD„ აპლიკანტ-კოორდინატორმა უმასპინძლა პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიდან. შეხვედრას ასევვე ესწრებოდნენ ეროვნული პროექტის მონაწილე თერთმეტი რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ევროპული  უნივერსიტეტის პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან, ასევე საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ქალაქის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

RURD პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში მოხდა რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად.

 

 

ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში შეხვედრა სანტიაგო დე ომპოსტელაში.

2022 წლის 29-31 მარტს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (ესპანეთი), როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილე უნივერსიტეტმა პროექტის შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივობები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილელებები პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 


 

 

24-25 მარტი, 2022 წელი

ლექციები ქობულეთის სახელმწიფო მუზეუმში

სასწავლო კურსის „უნივერსიტეტის როლი რეგიონის განვითარებაში“ ფარგლებში ლექციები ჩატარდა ქობულეთის სახელმწიფო მუზეუმისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის. ლექციებს ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, სამსახურის თანამშრომელი საბა გოგიტიძე,, ქობულეთის კულტურის ცენტრის დირექტორი სოფიო მოწყობილი, ქობულეთის ბიბლიოთეკის გამგე მარინა ბეჟანიძე, საზოგადოდოება ჩვენი ქობულეთის თავმჯდომარე ნუგზარ ჟორდანია, მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ვერულიძე. დასასრულ გაიმართა დისკუსია რეგიონის განვითარებისა და უნივერსიტეტის აქტუალურ პრობლემებზე.


 

 

 

2022 წლის 14-16 მარტს ვიტაუტას მაგნას უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) გაიმართა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ პროექტის მონაწილეთა სამუშაო შეხვედრები. პროექტის მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები. ხელოვნების უნივერსიტეტიდან პრეზენტაცია გააკეთა პროექტის მენეჯერმა, პროფესორმა ე. მესხიამ. პარტნიორებს გააცნო მის მიერ მომზადებული ახალი სასწავლო კურსები და შესაბამისი სილაბუსები: უნივერსიტეტის მესამე მისიის როლი რეგიონის განვითარებაში და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის როლი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვაში. სასწავლო კურსები გათვალისწინებულია უნივერსიტეტის დაინტერესებული მხარეებისა და ნებისმიერი მსურველებისათვის.


 

14-16 მარტი, 2022 წელი

Erasmus + პერსონალის სამუშაო ვიზიტი კაუნასში (ლიეტუვა)

Erasmus + საერთაშორისო პროექტის პროგრამით ხელოვნების უნივერსიტეტის პერსონალი ე. მესხია, ს. თავაძე და ზ. ელიზიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ კაუნასის უნივერსიტეტში.

 პროექტის მენეჯერმა ე. მესხიამ პარტნიორებს გააცნო პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო კურსებისა და სილაბუსების, პარტნიორ დაწესებულებებთან გამართული შეხვედრების შედეგებისა და სამომავლო ამოცანების  შესახებ.


 

 

25 თებერვალი, 2022 წელი

ლექცია უნივერსიტეტის პარტნიორებისათვის


Erasmus + Role of Universities in the Regional Development/ RURD პროექტის მენეჯერმა ე. მესხიამ სასწავლო კურსის „ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის როლი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დაგგემვაში“ პროგრამით გათვალისწინებული ლექცია ჩაატარა  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორებისათვის. ლექციას ესწრებოდნენ: აიდა აბუსერიძე -  ბათუმის მუსიკალური ცენტრის მენეჯერი, თეონა როდინაძე - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის  საქმისწარმოების სამსახურის უფროსი, ზვიად ელიაზიანი - ა(ი)იპ „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და  ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი, მეგი ციცაგი - ტურისტული სააგენტო „ევრო ტურის“ მენეჯერი. ლექცია-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მერაბ ბოლქვაძემ და  პროექტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფო თავაძემ.

 

 

24 თებერვალი, 2022 წელი

ლექცია უნივერსიტეტის პარტნიორებისათვის

Erasmus + Role of Universities in the Regional Development/ RURD პროექტის მენეჯერმა ე. მესხიამ სასწავლო კურსის „უნივერსიტეტის მესამე მისიის როლი რეგიონის განვითარებაში“ პროგრამით გათვალისწინებული ლექცია ჩაატარა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორებისათვის. ლექციას ესწრებოდნენ: აიდა აბუსერიძე -  ბათუმის მუსიკალური ცენტრის მენეჯერი, თეონა როდინაძე - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის  საქმისწარმოების სამსახურის უფროსი, ზვიად ელიაზიანი - ა(ი)იპ „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და

ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი, მეგი ციცაგი - ტურისტული სააგენტო „ევრო ტურის“ მენეჯერი. ლექცია-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფო თავაძემ.

 

 


23 თებერვალი, 2022 წელი

ლექცია მერიის თანამშრომლებისათვის


Erasmus + Role of Universities in the Regional Development/ RURD პროექტის მენეჯერმა ე. მესხიამ სასწავლო კურსის „ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის როლი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დაგგემვაში“ პროგრამით გათვალისწინებული ლექცია ჩაატარა ქ. ბათუმის მერიის თანამშრომლებისათვის. ლექციას ესწრებოდნენ  გელა ბოლქვაძე - მერიის საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მალი კობალაძე - მერიის საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ლამზირა ბოლქვაძე - მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი. ლექცია-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფო თავაძემ.

 

 

22 თებერვალი, 2022 წელი

ლექცია მერიის თანამშრომლებისათვის

Erasmus + Role of Universities in the Regional Development/ RURD პროექტის მენეჯერმა ე. მესხიამ სასწავლო კურსის „უნივერსიტეტის მესამე მისიის როლი რეგიონის განვითარებაში“ პროგრამით გათვალისწინებული ლექცია ჩაატარა ქ. ბათუმის მერიის თანამშრომლებისათვის. ლექციას ესწრებოდნენ ლამზირა ბოლქვაძე -მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი, გელა ბოლქვაძე - მერიის საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მალი კობალაძე - მერიის საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. ლექცია-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პროექტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა სოფო თავაძემ. 

 

2021 წლის 15-16 დეკემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში, ბხსუ-ს წარმომადგენლებმა გამართეს ტრენინგი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.

         ტრენინგის დროს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს აღნიშნულ პროექტზე, მის მიზნებზე და განხორციელებულ აქტივობებზე. პროფესორ-მასწავლებლებმა შეავსეს ბხსუ-ს აკადემიური პერსონალის კმაყოფილების კითხვარი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევა და ანალიზი.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

 

2021 წლის 13-14 დეკემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა დაწესებულებებთან.

         შეხვედრის დროს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრთან, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ა(ა)იპ „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრთან“ და  ტურისტულ სააგენტოსთან  „ევრო ტური“. მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას. 

          პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

          პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

 

 

 

ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ზუგდიდში.
2021 წლის 18-20 ოქტომბერს შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილე უნივერსიტეტებმა პროექტის  საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლება შეაჯამეს პროექტის პირველი ეტაპის აქტივოვები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილელებები უნივერსიტეტების სტრატეგიულ გეგმაში შესატანი ცვლილებების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

პროექტის ფარგლებში დაუძნებული რექტორთ კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა ჩატარდა. რეგიონალური უნივერსიტეტის რექტორებმა განიხილეს წინასწარ შეთანხმებული თემები, რეგიონული უნივერსიტეტების დაფინანსების და უწყვეტი განათლების საკითხების ჩათვლით. კონფერენციას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/

 

 
 

 

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქარველოს რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ფარგლებში ონლაინ ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია „ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის RURD-ის (უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში) ფარგლებში დაფუძნდა, სადაც ჩართულია საქართველოს 11 რეგიონული უნივერსიტეტი და მიმდინარე წლის ივლისში მის პირველ თავმჯდომარედ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი აირჩა.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და ისაუბრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის, როგორც სადისკუსიო და იდეების ურთიერთგაცვლის პლატფორმის მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები და ისაუბრეს უნივერსიტეტში განხორციელებულ აქტივობებსა და რეფორმებზე, მათ შორის პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა რეგიონულ უნივერსიტეტებში დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და მცირე ბიზნესის განვითარების რეგიონალური ოფისების დაარსების შესახებ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ დანერგილი აკადემიური პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებული სქემის შესახებ, ხოლო პროფესორმა ნიკოლოზ ახალკაცმა ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში სამეცნიერო ჟურნალების ინდექსირების შესახებ გორის უნივერსიტეტის მაგალითზე.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი, რომელმაც მადლობა გადაუხადა გორის სახელმწფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისთვის, ისაუბრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის მნიშვნელობაზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვებსა და აქტივობებზე.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თამარ მახარაშვილი, რომელმაც ისაუბრა რეგიონალური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის პლატფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.
ღონისძიება გაგრძელდა დისკუსიის რეჟიმში, სადაც კონფერენციის ხელმომწერი უნივერსიტეტების რექტორებმა ისაუბრეს შეხვედრის მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ http://rurd.atsu.edu.ge/

 

 

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი

რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში

RURD

 

პროექტის მთავარი მიზანი:
 
პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
 
პროექტის მიზნები:
  • SWOT ანალიზი რეგიონალურ უნივერსიტეტებში
  • სატრენინგო მასალები უნივერსიტეტებისთვის
  • ევროკავშრის უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება
  • საჭიროებების ანალიზი
  • რექტორთა კონფერენციის შექმნა
  • სატრენინგო მასალები და ტრენინგები უმაღლესი დაწესებულებების ადმინისტრაციისათვის და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის
  • უნივერსიტეტების განახლებული მისია და სტრატეგია
  • უმაღლესი დაწესებულებებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პროფესიული განვითერების LLL კურსები
  • პროექტის ვებ გვერდი, კონფერენცია
 
პარტნიორები
 
ქართველი პარტნიორები:
9 რეგიონალური უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  www.atsu.edu.ge  (კოორდინატორი)
ქუთაისის უნივერსიტეტი www.unik.edu.ge/
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია  www.bsma.edu.ge
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  www.batu.edu.ge
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  www.zssu.ge
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  www.gu.edu.ge
იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  www.sjuniedu.ge
კავკასიის უნივერსიტეტი www.cu.edu.ge
 
ევროკავშირის პარტნიორები:
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)  www.usc.gal
FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია) www.fh-joanneum.at
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა) www.muni.cz
ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიეტუვა) www.vdu.lt
 
სამთავრობო პარტნიორები:    
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ამინისტრო www.mes.gov.ge
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი www.eqe.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/

 

2021 წლის 29-30 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში, პროექტის მენეჯერებმა გამართეს ტრენინგი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

         ტრენინგის დროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეავსეს ბხსუ-ს აკადემიური პერსონალის კმაყოფილების კითხვარი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევა და ანალიზი.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: http://rurd.atsu.edu.ge/

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal

 

 

 

 

2021 წლის 28 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან.

          ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მექანიზმები და ფორმები, სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობის ხარისხის ამაღლების სტრატეგიები. ტრენინგის დროს განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების კვლევა და ანალიზი. ტრენინგის ბოლოს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი აქტივობების ორგანიზებას და მხარდაჭერას რეგიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. http://batu.edu.ge/text_files/ge_file_3403_1.pdf

ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული RURD პროექტის მთავარი მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: http://rurd.atsu.edu.ge/

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal

 

 

 

 

 

2021 წლის 28 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დროს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა დ

ერასმუსი

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031