ფაკულტეტის ისტორია
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნა 2010 წლის 24 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების ხელოვნების უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლის საფუძველზე.
ფაკულტეტის შექმნას წინ უძღოდა სახელოვნებო თეორიული მიმართულების სპეციალობების არსებობის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც ქ. ბათუმში 1995 წელს - ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაარსებიდან იღებს სათავეს. წლების განმავლობაში თეორიული კურსების სწავლებას ახორციელებდნენ ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში არსებული ხელოვნებათმცოდნეობისა და ზოგადი დისციპლინების კათედრები.
1996-2004 წლებში ხელოვნებათმცოდნეობის კათედრას ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვასილ კიკნაძე. 1996-2005 წლებში კათედრა წარმართავდა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას სახელოვნებო პროფილის შემდეგ თეორიულ სპეციალობებზე: ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი, კინომცოდნე, თეატრმცოდნე, ხელოვნების მენეჯერი. გარდა ამისა, უზრუნველყოფდა თეორიული საგნების სწავლებას საშემსრულებლო სპეციალობებზე სახვითი, თეატრალური, კინო და მუსიკალური ხელოვნების მიმართულებით.
წლების განმავლობაში ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებდნენ ქ. ბათუმში მოღვაწე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და სახელოვნებო პროფილის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული პროფესორები: ოლღა თაბუკაშვილი, სულიკო ჟღენტი, ვასილ კიკნაძე, ლელა ოჩიაური, ოლღა ჟღენტი, მიხეილ კალანდარიშვილი, მანანა კორძაია და სხვ.
ზოგადი დისციპლინების კათედრას შექმნის დღიდან 1997 წლამდე ხელმძღვანელობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ბოლოთაშვილი, 1997-2006 წლებში - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ერმილე მესხია.
2005- 2010 წლებში ხელოვნების ინსტიტუტის ახლადდაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელოვნების ფაკულტეტის სტატუსით გაერთიანების შემდეგ ხელოვნების ინსტიტუტში არსებული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელოვნათმცოდნეობის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ივნისის № 633 ბრძანებით დამტკიცებული კვალიფიკაციების ნუსხის საფუძველზე ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებები მიეკუთვნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგს. 2007 წლის სექტემბრიდან ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტი თავისი სპეციალობებით გადავიდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტში ჩამოყალიბდა ორი პროგრამული მიმართულება:
- სახვითი ხელოვნების ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის;
-თეატრის, კინოს, კულტურის ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის.
2006-2010 წლებში ხელოვნების თეორიისა და ისტორიის მიმართულებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები:
ბაკალავრიატი
-
ხელოვნებათმცოდნე;
-
კინომცოდნე;
მაგისტრატურა
-
ხელოვნების თეორია და ისტორია. მიმართულებები: ხელოვნებათმცოდნეობა; კინომცოდნეობა; თეატრმცოდნეობა;
დოქტორანტურა
-
ხელოვნების თეორია და ისტორია. მიმართულებები: ხელოვნებათმცოდნეობა; კინომცოდნეობა; თეატრმცოდნეობა, კულტურის ისტორია და თეორია);
2009-2013 წლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაცული იქნა 4 სამაგისტრო და 7 სადოქტორო დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, კულტურის თეორიისა და ისტორიის მიმართულებით.
სამეცნირო-კვლევით საქმიანობა: ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტი აერთიანებს სახელოვნებო-თეორიული პროფილის მიმართულებებს:
-
სახვითი ხელოვნების ისტორია და თეორია;
-
თეატრის ისტორია და თეორია;
-
კინოს ისტორია დ თეორია:
-
კულტურის ისტორია და თეორია.
დეპარტამენტი არის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების, ასევე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ 2009 წლის 29-30 მაისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.
სამეცნიერო კვლევების თემატიკა და შედეგები ასახულია:
დეპარტამენტის სამეცნიერო შრომების კრებულში „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ - I-IV ტომი, გრიფი: ISSN 1987-5851.
2008 - ტ. I, - ბათუმი , შ. რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა;
2009 - ტ. II, - თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“;
2011 - ტ. III, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“;
2011- ტ. IV, ბათუმი, ხელოვნების უნივერსიტეტი.
2009- საერთაშორისო კონფერენციის მასალები - „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“, შ. რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, ბათუმი, 2009. გრიფი: ISSN 1927-7625. ISBN 9759-9941-409-91-2.
ფაკულტეტის ორგანიზატორობით ხელოვნების უნივერსიტეტში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია; ყოველწლიურად - სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია.
ამჟამად ფაკულტეტზე გაერთიანებულია შემდეგი დეპარტამენტები:
-
ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტი;
-
ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტი.
ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს :
ბაკალავრიატი
-
ხელოვნებათმცოდნეობა;
-
კულტურის მენეჯმენტი;
-
კულტურული ტურიზმი;
-
მასობრივი კომუნიკაცია - ტელერადიო ჟურნალისტიკა.
მაგისტრატურა
-
ხელოვნების თეორია და ისტორია (ძველი ქართული ხელოვნების ისტორია; თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორია);
-
ხელოვნების მენეჯმენტი;
ფაკულტეტზე მოქმედებს, აგრეთვე, მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები:
-
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
-
ქართულ ენაში მომზადების პროგრამა.
ფაკულტეტზე მომზადდა უწყვეტი განათლების მოკლევადიანი პროგრამები ქართულ ენაში მომზადების, კულტურის მენეჯმენტისა და ტურიზმის მიმართულებით.
ფაკულტეტი ანიჭებს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალვრის, მენეჯმენტის ბაკალვრის, ტურიზმის ბაკალავრის, მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრის, ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის, ხელოვნების მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს.
ფაკულტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან თეატრალურ, კინო, სატელევიზიო სფეროებში, ზოგადსაგანმანათლებლო და კერძო სკოლებში, სახელოვნებო პროფილის სასწავლებლებში, მუზეუმებსა და გალერეებში, ტურისტულ სააგენტოებში, მედიასა თუ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო კულტურულ დაწესებულებებში.
მისამართი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ბათუმი, ზ. გორგილაძე/ვაჟა-ფშაველას ქ. № 19/32.
დამატებითი მენიუ
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |