სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო–ტელე ხელოვნების ფაკულტეტი შეიქმნა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ე. მესხიას 2009 წლის 11 სექტემბრის № 5 ბრძანებით ყოფილი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების, დრამის, კინო-ტელე ხელოვნებისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების ბაზაზე.

ფაკულტეტი აერთიანებს 3 დეპარტამენტს და 2 სტრუქტურულ ერთეულს, კერძოდ: სახვითი ხელოვნების, სასცენო ხელოვნებისა და კინო–ტელე ხელოვნების დეპარტამენტებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სასწავლო თეატრს.

ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საბაკალავრო და დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამებს: ფერწერა, ინტერიერის დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, ტექსტილის დიზაინი, ხისა და ლითონის დიზაინი, ტელერეჟისურა, ტელეოპერატურა, ტელერეპორტიორი, დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო, პანტომიმის თეატრის სამსახიობო, დრამატული თეატრის რეჟისურა. ასევე, სამაგისტრო პროგრამებს: მხატვრული ტელეფილმის რეჟისურა, დრამის რეჟისურა, თოჯინების თეატრის რეჟისურა, ტექსტილის დიზაინი. აღნიშნული პროგრამები ეროვნული განათლების ტრადიციებზე დაყრდნობით, ინტეგრირებულია ბოლონიის პროცესის თანამედროვე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

სახვითი, სასცენო და კინო–ტელე ხელოვნების ფაკულტეტზე პედაგოგებად მოწვეული არიან ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები, ცნობილი რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები.

ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ძირითადი ნაწილი დასაქმებულია სპეციალობის მიხედვით. მათგან ბევრი დღეისათვის წარმატებული მსახიობი, რეჟისორი, ტელე–წამყვანი, ჟურნალისტი და მხატვარ–დიზაინერია, ზოგიც ასევე წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს  ფარგლებს გარეთ – ლონდონში, პარიზში, გერმანიაში, ესპანეთში, რუსეთში...

სახვითი, სასცენო და კინო–ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები რეგულარულად აწყობენ საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს, სპექტაკლებისა და კინოფილმების ჩვენებას, მონაწილეობენ და ხშირად იმარჯვებენ საერთაშორისო კონკურსებში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031