ახალი ამბები

გაიმართა კონცერტი

21 ნოემბერი 2016 წელი

მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ხელოვნების უნივერსიტეტის გახსნიდან 20 წლის საიუბილეო თარიღს. კონცერტში მონაწილეობდნენ მაგისტრატურის სპეციალობის სტუდენტები: ი. მელიქიშვილი,(პროფესორ ნ. ხომერიკის კლასი), დ.თხელიძე, (პროფესორ ნ. ვარშანიძის კლასი), ლ. ვაშაყმაძე, მ. აფხაზავა,ო. ხაჭაპურიძე, მ. ბაშალეიშვილი; ბაკალავრიატის სპეციალობის სტუდენტები: ლ. სიხარულიძე, (პროფესორ მ. ჯახუტაშვილის კლასი), ს. მახათელაშვილი (პროფესორ თ. ცერიაშვილის კლასი) გ.თურმანიძე. კონცერტმაისტერები: ნ. კვირიკაძე, თ. თოფურიძე, ს. ურუშაძე, ნ. ნიშნიანიძე, ლ. ლურსმანაშვილი. შესრულდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონცერტის ხელმღვანელი, მუსიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლ. ჭელიძე.
სრულად

გარდაიცვალა გიზო ჟორდანია

19 ნოემბერი 2016 წელი

2016 წლის 19 ნოემბერს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, კ. მარჯანიშვილის, ს. ახმეტელის, მ. აბაშიძისა და ტ. აბუსერიძის პრემიების ლაურეატი, პროფესორი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი 1999-2004 წლებში გიზო ჟორდანია.
სრულად

რექტორის ვიზიტი ბაქოში

11 ნოემბერი 2016 წელი

მიმდინარე წლის 05 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში (აზერბაიჯანი) და მონაწილეობას ღებულობდა ბაქოს IV საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან და აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან. შეხვედრებზე დაისახა უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის ამოცანა.
სრულად

საკურსო სპექტაკლის ჩვენება

4 ნოემბერი 2016 წელი

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს საკურსო სპექტაკლი ანრი დანონის „პიკნიკი ქალაქქვეშ“. ჯგუფის ხელმძღვანელი - თამაზ ბოლქვაძე, ასისტენტ - პედაგოგი - მანანა ხელაია.
სრულად

02 ნოემბერი, 2017 წელი - გაიმართა შეხვედრა

2 ნოემბერი 2016 წელი

2 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორ ერმილე მესხიასა და ქ. ბათუმის ტურიზმის ინსტიტუტის დირექტორ მამუკა ბერძენიშვილს შორის.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031