ახალი ამბები

ფოტოკონკურსი “ჩემი თვალით დანახული საქართველო” Best Georgian აცხადებს ფოტოკონკურსს.

28 იანვარი 2017 წელი

ფოტო უნდა პასუხობდეს შემდეგ კრიტერიუმს: ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კადრი (შენობის, ადამიანების, ლანდშაფტის რომლითაც ისურვებდით, რომ საქართველო გააცნოთ დანარჩენ მსოფლიოს. სხვა მხრივ, კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ! საზაფხულო სკოლა პრაღაში

27 იანვარი 2017 წელი

პრაღაში ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული 10 დღიანი პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტებს შორის დებატებს, სახელმწიფო ინსტიტუტებში ვიზიტებსა და ექსკურსიებს.
სრულად

2016 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

26 იანვარი 2017 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩარიცხულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს. სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან / 2 მარტის ჩათვლით.
სრულად

17 იანვარი 2017 წელი - პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენოს წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 17 იანვარს შედგა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა შეხვედრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენოს წარმომადგენლებთან.
სრულად

მინისტრის ვიზიტი უნივერსიტეტში

6 იანვარი 2017 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ეწვია. შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. რექტორმა მინისტრს 2017 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნო. განსაკუთრებით აღინიშნა სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტთა მიერ მომზადებული არქიტექტურული პროექტების მნიშვნელობა. მინისტრმა სურვილი გამოთქვა მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობის მსგავსი პრაქტიკა და მხარდაჭერა აღუთქვა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. მინისტრს თან ახლდნენ მინისტრის მოადგილე თ. ბერიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031