ფოტოკონკურსი “ჩემი თვალით დანახული საქართველო” Best Georgian აცხადებს ფოტოკონკურსს.

სურათი

28 იანვარი 2017 წელი

ფოტო უნდა პასუხობდეს შემდეგ კრიტერიუმს: ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კადრი (შენობის, ადამიანების, ლანდშაფტის რომლითაც ისურვებდით, რომ საქართველო გააცნოთ დანარჩენ მსოფლიოს. სხვა მხრივ, კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში.

ყოველთვე გამოვლინდება თითო გამარჯვებული. თვის გამარჯვებული ფოტო აირჩევა ჩვენს ვებ-გვერდზე მიცემული ხმების საფუძველზე. თვის გამარჯვებულს გადაეცემა მიმდინარე პოპულარულ ივენთზე (კონცერტი, თეატრი, კლუბი და ა.შ.) დასასწრები ორი ბილეთი, ხოლო წლის ბოლოს, დეკემბერში, საბოლოო კონკურსში მონაწილეობას მიიღებს თვის გამარჯვებული ფოტოები. წლის გამარჯვებული ფოტოს ავტორს Best Georgian საჩუქრად უახლესი მოდელის iPhone-ს გადასცემს.

ყოველ თვეში, ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ორი ფოტოს წარდგენა. მონაწილეს, რომელიც გახდება რომელიმე კონკრეტული თვის გამარჯვებული,  აღარ შეეძლება მომდევნო თვეებში, წლის გამარჯვებულის გამოვლენამდე, ფოტოების გამოგზავნა.

ფოტო უნდა იყოს JPEG ფორმატის და მისი მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3 მეგაბაიტს. მიიღება მობილურით გადაღებული ფოტოებიც. გამოგზავნილ ფოტოს უნდა ახლდეს მოკლე აღწერა (მინიმუმ ათი, მაქსიმუმ ორმოცდაათი სიტყვა). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამარჯვებული ფოტო გამოვლინდება ჩვენი მკითხველის მიერ მიცემული ხმების საფუძველზე, ამიტომ უკეთესი იქნება, ახსნათ, თუ რატომ მიიჩნიეთ კონკრეტული ფოტო შესაფერისად იმისთვის, რომ მისი საშუალებით, სხვებს საქართველო გააცნოთ და ამ ქვეყნის პრეზენტაცია მოახდინოთ.

ფოტოებთან ერთად, მონაწილემ ასევე უნდა გამოაგზავნოს პირადობის მოწმობის ასლი (რათა გამოვრიცხოთ ერთი პიროვნებისგან სხვადასხვა სახელით ფოტოების გამოგზავნის შესაძლებლობა).

ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად იხსნება კონკურსიდან, მომავალში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე.https://www.bestgeorgian.com/ge/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031