გარდაიცვალა გიზო ჟორდანია

სურათი

19 ნოემბერი 2016 წელი

2016 წლის 19 ნოემბერს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, კ. მარჯანიშვილის, ს. ახმეტელის, მ. აბაშიძისა და ტ. აბუსერიძის პრემიების ლაურეატი, პროფესორი, ხელოვნების უნივერსიტეტის  რექტორი 1999-2004 წლებში  გიზო ჟორდანია.

ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მაწავლებლები, თანამშრომლები და ბატონი გიზოს აღზრდილები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და უსამძიმრებენ  ოჯახს, ახლობლებსა და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.

გიზო ჟორდანიას დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ: „ჰაჯი-მურატი“, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა”- რეჟისორის შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

გიზო ჟორდანიამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში.

გამომშვიდობება გიზო ჟორდანიასთან

უხუცესთა თაობის კიდევ ერთ, დიდ ხელოვანს ეთხოვება საქართველო. ისეთი უსაზღვრო შემართებისა და გასაოცარი ენერგიის მქონე პიროვნება გახლდათ, მისი გარდაცვალება მოულოდნელიც იყო და ნაადრევიც. ამ ორიოდე წლის წინათ დაბადების 80 წლისადმი მიძღვნილი შეხვედრა გავუმართეთ მშობლიურ ხელოვნების უნივერსიტეტში. აღტაცებას ვერ მალავდა და ყველა შეხვედრაზე მადლიერებას გამოხატავდა.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი მისთვის ნამდვილად  იყო მშობლირი კერა. გარდა იმისა, რომ მთელი ხუთი წლის მანძილზე სათავეში ედგა ამ უნივერსიტეტს, პარალელურად დრამისა და კინოს სამსახიობო ჯგუფს უძღვებოდა. იყო სწორუპოვარი და განუმეორებელი პედაგოგი. მასთან თანამშრომლობა საქმიანი ურთიერთობების ნამდვილ აკადემიას წარმოადგენდა. გასაოცარი იუმორის გრძნობით იყო დაჯილდოებული. ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ იმ წლებს, როცა მასთან ერთად ვმუშაობდი რექტორის მოადგილის სტატუსით.

დრო ვერაფერს დააკლებს და ვერ წაშლის იმ კვალს, რომელიც ბატონმა გიზომ დაუღალავი შრომითა და პროფესიონალიზმით გაავლო ყველგან - ბათუმის დრამატულ თეატრსა თუ ოპერისა და ბალეტის თეატრში, მუსიკალურ ცენტრსა თუ ხელოვნების უნივერსიტეტში.

იგი ამიერიდან მარადიდობის ბინადარი გახდა და აქ დაგვიტოვა ხელოვნების ქურუმის, ნამდვილი დიდოსტატისა და ჭეშმარიტი მამულიშვილის ხსოვნა.

ერმილე მესხია
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031