მასტერკლასები

სურათი

25 ოქტომბერი 2016 წელი


მიმდინარე წლის ოქტომბერში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მახარდაჭერითა და დაფინანსებით "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩატარდა მასტერკლასები დრამატურგიასა და რეჟისურის ოსტატობაში.

პირველ ეტაპზე დრამატურგმა ირაკლი სოლომონაშვილმა ჩაატარა მასტერკლასები „კინოსცენარზე მუშაობის თეორიასა და პრაქტიკაში“. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სცენარზე მუშაობის სპეციფიკას, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების  შესაბამისად სცენარის შესრულებისა და წარდგენის ეტაპებს. რეჟისორისა და სცენარისტის ერთობლივი მუშაობის სპეციფიკასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. დრამატურგმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს. სტუდენტებს მიეცათ პრაქტიკული დავალებები, მასტერკლასზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი სცენარების განხილვასა და ანალიზს.

მეორე ეტაპზე მასტერკლასები ჩატარდა რეჟისორის ოსტატობაში -  „ფილმზე მუშაობის თეორია და პრაქტიკა“. რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა მასტერკლასებით განსაზღვრული პროგრამის შესაბამისად სცენარების დამუშავების დასრულების შემდეგ განიხილა ეკრანული ადაპტაციის საკითხები, სტრუქტურა, მიზანსცენები, ეპიზოდების გადაღებების დაგეგმვის ეტაპები.  ოპერატორთან, მხატვართან და მსახიობთან მუშაობის სპეციფიკა.

პროგრამით გათვალისწინებულია სტუდენტთა სცენარების მიხედვით ფილმების გადაღება.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031