ახალი ამბები

სერგო გოგოლაძის პესონალური გამოფენა

6 ოქტომბერი 2016 წელი

5 ოქტომბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის სერგო გოგოლაძის პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.
სრულად

ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბატონ იასინ თემისქანის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

4 ოქტომბერი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული ბატონი იასინ თემისქანი ეწვია. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ქ. ვაჩეიშვილი, გაიმართა საუბარი უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის საგანმანათლებლო, შემოქმედებით და კვლევით პროექტებზე, ხელოვნების უნივერსიტეტსა და თურქეთის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის მომავალ თანამშრომლობაზე.
სრულად

ჯილდო "საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარისთვის" მამუკა ჩხიკვაძეს

2 ოქტომბერი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგს, მამუკა ჩხიკვაძეს ვულოცავთ კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს თვალის" – ნომინაციაში "საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარისთვის" ჯილდოს და ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.
სრულად

საჯარო ლექცია

1 ოქტომბერი 2016 წელი

30 სექტემბერს ასოცირებულმა პროფესორმა ოლიკო ჟღენტმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ამერიკული დრამატურგია ქართულ კინოში. იუჯინ ო’ ნილი - „სიყვარული თელებქვეშ“.
სრულად

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

29 სექტემბერი 2016 წელი

ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031