„განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი - 2016“

19 ოქტომბერი 2016 წელი

გაცნობებთ, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, და საგანმანათლებლო სააგენტოები.

ამ გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალი!

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

  • სტიპენდიები
  • კვლევითი გრანტები
  • საზაფხულო სკოლები
  • პროფესიული სწავლება
  • საბაკალავრო პროგრამები
  • სამაგისტრო პროგრამები
  • სადოქტორო პროგრამები
  • სტაჟირება საზღვარგარეთ
  • მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge)

გამოფენის ჩატარების ადგილი: თბილისი, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi - 26 მაისის მოედანი N1

ჩატარების თარიღი და დრო: 2016 წლის 23 ოქტომბერი, კვირა დღე. 12:00-დან 18:00-საათამდე.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზეhttps://goo.gl/xhPKfm

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://goo.gl/JbkP5m

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930