ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის

18 ოქტომბერი 2016 წელი

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (Office of the High Commissioner for Human Rights in South Caucasus UN OHCHR) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
 
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და წელს მისი სლოგანია - "ხმა აიმაღლე ვინმეს უფლებების დასაცავად" (Stand up for someone's rights today).
 
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის-ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი" (EU/UN Human Rights for All - Support to the Implementation and Monitoring of the National Humant Rights Strategy and Action Plan) ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
 
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.
 
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი პრიზები. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში.
 
ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1500- 3000 სიტყვას.
 
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 17 ნოემბერი. ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე უნდა იყო მითითებული უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი და კურსი.
 
საკონტაქტო პირი: სოფიო ბენაშვილი sbenashvili@ohchr.org
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031