ახალი ამბები
გაიხსნა მერვე საერთაშორისო ფესტივალი
29 ოქტომბერი 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული მუსიკის ბათუმის მერვე საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამაშია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 29 ოქტომბერს გაიხსნა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციის მუშაობა გაგრძელდება 30 და 31 ოქტომბერს.(იხ.კონფერენციის პროგრამა). ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალის საკონცერტო პროგრამა 29,30 და 31 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში.
სრულად
მ. მახარაძის საჯარო ლექცია
29 ოქტომბერი 2013 წელი
29 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მ. მახარაძემ. სტუდენტების წინაშე პროფესორი წარსდგა მოხსენებით „რენესანსი და ქართული კულტურა“.
სრულად
ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილი - 85
28 ოქტომბერი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორ-კონსულტანტს ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა.ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის დაჯილდოვდა უნივერსიტეტის საპატიო სიგელით და გადაეცა ფულადი ჯილდო. უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ საპატიო სიგელი გადასცა და მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე დაუღლავი შრომისათვის, ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა. იუბილარს მიესალმნენ კოლეგები და სტუდენტები.
სრულად
მასტერკლასი რეჟისურასა და პროდიუსინგში
22 ოქტომბერი 2013 წელი
რეჟისორმა ლაშა ცქვიტინიძემ და პროდიუსერმა ნოდარ ნოზაძემ ჩაატარეს მასტერკლასი, საუბარი შეეხო ფილმის გადაღების მოსამზადებელ, გადასაღებ და სამონტაჟო პროცესებსა და სცენარზე მუშაობის სპეციფიკას. ნაჩვენები იყო ლ. ცქვიტინიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თემო“.
სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
11 ოქტომბერი 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერისტეტის დელეგაცია უნივერსიტეტის რექტორის არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის ხელმძღვანელობით. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს შორის ერთობლივი სასწავლო და შემოქმედებითი პროექტების მომზადების თაობაზე. არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძემ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერისტეტის ახალი ბეჭდვითი გამოცემები. შეხვედრის დასასრულს რექტორებმა ხელი მოაწერეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სრულად