ახალი ამბები - 01.10.2025
2025 წლის 10 ოქტომბერს ბელგიაში, ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიაში პროექტის „ კულტურული დიპლომატია - ქართული კლასიკური მუსიკის რეტროსპექტივა“ პრეზენტაცია გაიმართება
1 ოქტომბერი 2025 წელი
2025 წლის 10 ოქტომბერს ბელგიაში, ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიაში გაიმართება  პროექტის „ კულტურული დიპლომატია - ქართული კლასიკური მუსიკის რეტროსპექტივა“  პრეზენტაცია.პროექტი მოიცავს ლექცია-პრეზენტაციას და საკონცერტო პროგრამას.  საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები: ნინო მაჭარაშვილი, არინა ვასილევა, თამთა ჩხეიძე, მაგდა გიგაშვილი, ანა ხაჟომია,  გიორგი ბოლქვაძე .მაგისტრატურის კურსდამთავრებული     - ზურაბ ჯეგნარაძე. ლექცია პრეზენტაციას წარმოადგენს უნივერსიტეტის პროფესორი - 
ხათუნა მანაგაძე. წარმოდგენილი იქნება ქართველი კომპოზიტორების კამერულ-ინსტრუმენტული და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები. საკონცერტო პროგრამის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი - თეა გოგოტიშვილი. პროექტის ხელმძღვანელი - ხათუნა მანაგაძე.
როექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კონსერვატორიის პროფესორს, კომპოზიტორ - ზურაბ ნადარეიშვილს პროექტის მხარდაჭერისთვის.
სრულად