„ლიმენის“ საერთაშორისო პროექტი

ხელოვნების უნივერსიტეტი „ლიმენის“ საერთაშორისო პროექტში

ბათუმი გასული წლიდან ჩართულია ევროკავშირის შავი ზღვის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის პროექტში  - ,,ლიმენი’’. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე“. (limen.culturalports from eagean to the black Sea www.limenproject.net) პროექტი უნიკალურ სამომავლო შესაძლებლობას აძლევს ბათუმს, მოიპოვოს  ,,შავი ზღვის კულტურული პორტის’’ სტატუსი და რეგიონის კულტურული ტურიზმის ცენტრად იქცეს. პროექტის ორგანიზატორია ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი).

პროექტის პარტნიორები არიან  სტამბულისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ნაციონალური ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი (რუსეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი). პროექტის მხარდამჭერები არიან შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავი  და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA), შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი (IBSC).

საქართველოში პროექტი ,,ლიმენის’’ ლიდერი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვა-კვლევის ეროვნული ცენტრი. ლიმენის ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციები არიან: აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, სამეცნიერო-აკადემიური დაწესებულებები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ,,კულტურის ევროპული დედაქალაქის’’ გამოცდილების გადმოღებით ახალი ინსტიტუციის ,,შავი ზღვის კულტურული პორტის’’ იდეისა და სტრატეგიის შემუშავება. ,, შავი ზღვის კულტურული პორტის’’ ინსტიტუციის მიზანია შავი ზღვის აუზის ქალაქი-პორტების მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია:  ქალაქი-პორტების მდგრადი და თანასწორი თანამშრომლობის ეკონომიკური და კულტურული პლატფორმის მომზადება.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930