ახალი ამბები - 13.10.2025
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ
13 ოქტომბერი 2025 წელი
თარიღი: 2025 წლის 16 ოქტომბერი დრო: 12:00 ადგილი: 330-ე აუდიტორია (მე-3 სართული)
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის, სტიპენდიებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესაძლებლობების გაცნობა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შემდეგ თემებზე:
• საზღვარგარეთ სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობები;
• სტიპენდიების მოპოვების გზები;
• საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის პირობები;
• სააპლიკაციო პროცედურები და ვადები;
• ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტირების თავისებურებები;
• სტუდენტების გამოცდილება, რომლებმაც უკვე ისარგებლეს გაცვლითი პროგრამებით.
ასევე, ღონისძიების მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერისა და პროექტების მართვის განყოფილების საქმიანობა. სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია:
• სტუდენტური პორტფოლიოს მართვის შესახებ;
• მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებზე;
• უნივერსიტეტშივე კარიერული განვითარების დაწყების გზებზე.
ნუ გამოტოვებ შანსს — გაიგე ყველაფერი, რაც გჭირდება შენი საერთაშორისო და პროფესიული განვითარების დასაწყებად!
სრულად