ახალი ამბები

რუსტამ იბრაგიმბეკოვის მასტერკლასი

19 სექტემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია პოპულარული ფილმის „უდაბნოს თეთრი მზის“ რეჟისორი და სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, რომელმაც ჩაატარა მასტერკლასი, ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, გამოცდილებაზე, თანამედროვე სცენარისა და რეჟისურის პრობლემებზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

მასტერკლასი დოკუმენტურ კინოში

18 სექტემბერი 2013 წელი

CAUCADOC-ის პროექტის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა მასტერკლასი თანამედროვე რუსულ დოკუმენტურ კინოში,რომელიც ჩაატარა დოკუმენტური კინოს რეჟისორმა რუსეთიდან მარინა რაზბეშკინამ.
სრულად

რეზო ჭეიშვილის მასტერკლასი

17 სექტემბერი 2013 წელი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამით ხელოვნების უნივერსიტეტს ცნობილი დრამატურგი რეზო ჭეიშვილი ეწვია, რომელმაც ჩაატარა მასტერკლასი კინოდრამატურგიაში.
სრულად

თინათინ გურჩიანის მასტერკლასი

17 სექტემბერი 2013 წელი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამით ხელოვნების უნივერსიტეტში ახალგაზრდა რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა ჩაატარა მასტერკლასი რეჟისურაში.
სრულად

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

16 სექტემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი. პირველკურსელებს და შეკრებილ სტუმრებს მიესალმნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი მასალკინმა, მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ქეთევან მანელიშვილმა, აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ. ფოიეში გამოფენილი იყო სტუდენტთა ნამუშევრები. გაიმართა კონცერტი სტუდენტთა მონაწილეობით. დასასრულს უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტემბა და პროფესორ-მასწავლებლებმა სამოხსოვრო ფოტო გადაიღეს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031