ახალი ამბები

გეპატიჟებით კონცერტზე

27 სექტემბერი 2013 წელი


მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, შაბათს 14-00 საათზე მოეწყობა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ფოტოგამოფენა. 15-00 საათზე გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების კონცერტი. პროგრამაშია ჩაიკოვსკის, შტრაუსის, შოპენის, ბელინის, ბახისა და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები. დასწრება თავისუფალია.
სრულად

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების კონცერტი

27 სექტემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების სტუდენტები. გაიმართა კონცერტი. კონცერტის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მეხიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სერთიფიკატები გადასცა ყველა მონაწილეს. ერთობლივი შემოქმედებითი პროექტის ორგანიზატორმა, საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელმა გოდერძი ჩიტაიშვილმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი მიღებისთვის. (პროგრამა).
სრულად

ქართველი და პოლონელი მხატვრების პლენერი

26 სექტემბერი 2013 წელი

ქალაქ ბათუმის მერიის ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტში მოეწყო ქართველი და პოლონელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა. წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგების სერგო გოგოლაძის, მიხეილ კვაჭაძის, ბექა ბოლქვაძის და კურსდამთავრებულის, მარიკა კვაჭაძის ნამუშევრები.
სრულად

ზაზა რუსაძის მასტერკლასი

24 სექტემბერი 2013 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ახალგაზრდა რეჟისორის ზაზა რუსაძის მასტერკლასი თემაზე "იდეიდან სცენარამდე". მან ისაუბრა სცენარის წერის ტექნოლოგიურ და შემოქმედებით მხარეებზე, დრამატურგიის საკითხებზე,ფილმის შექმნის რთულსა და საინტერესო პროცესებზე. სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, უპასუხა შეკითხვებს.
სრულად

BIAF-ის პრიზი ბექა პატარაიას

22 სექტემბერი 2013 წელი

BIAF-ის სპეციალური პრიზი გადაეცა ხელოვნების უნივერსიტეტის მონტაჟის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტს ბექა პატარაიას, რომელიც სხვა სტუდენტებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ფესტივალის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031