ახალი ამბები

რექტორის ვიზიტი ლატვიაში

10 ივლისი 2013 წელი

1 ივლისიდან 10 ივლისამდე ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში. (ტექსტი იხილეთ სრულად.)
სრულად

სადიპლომო ნაშრომების დაცვა

8 ივლისი 2013 წელი

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტზე ჩატარდა სადიპლომო ნაშრომების დაცვა. რეჟისურის სპეციალობის კურსდამამთავრებლებმა ა. ლომთათიძემ, ე. კუპრეიშვილმა, ა.ლეჟავამ და მონტაჟის რეჟისურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებელმა ბ. პატარაიამ საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს საგამოცდო კომისიას.
სრულად

სადიპლომო სპექტაკლი

3 ივლისი 2013 წელი

გაიმართა სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო სპეციალობის მეოთხე კურსის სადიპლომო სპექტაკლი "ჩიმი", ჯგუფის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი თ. ბოლქვაძე. მონაწილეობდნენ: ჩიმი - მირზა სათმანიძე, დომბი - ლაშა აბულაძე, დიმბი - გურამ იმნაძე, მოქსი - ნუკრი ლამპარაძე, ფოქსი - გიორგი ვარშანიძე (დრამატული თეატრის რეჟისურის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი). პედაგოგ-ასისტენტი - მანანა ხელაია.
სრულად

მარიამ თევზაძის წარმატება ჭადრაკში

1 ივლისი 2013 წელი

მიმდინარე წლის 22-28 ივნისს თურქეთში, ქალაქ ჩეშმეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტის, კინომცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ თევზაძემ და მესამე ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტურნირში ქალთა შორის საქართველოდან მხოლოდ ორი მოჭადრაკე მონაწილეობდა. მეორე მონაწილემ პირველი ადგილი მოიპოვა.
სრულად

ირა ხერჟის კლასის კონცერტი

30 ივნისი 2013 წელი

გაიმართა მუსიკის ფაკულტეტის კლავიშებიან საკრავთა დეპარტამენტის მესამე კურსის სტუდენტის სოსო პაპიძის სოლო კონცერტი. პედაგოგი პროფესორი ირინა ხერჟი. შესრულდა ს. რახმანინოვის სონატა №2 b-moll და ფ.ლისტის სონატა h-moll. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ სოსო პაპიძის ფოტონამუშევრების გამოფენა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031