ევროპის აკადემიური ცენტრის შეთავაზება

31 მარტი 2014 წელი
ჩვენი ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და ყველანაირად ეცდება თქვენი უნივერსიეტეტის სტუდენტებისათვის გააკეთოს დიდი ფასდაკლება, რათა რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სტუდენტების კარიერულ წინსვლას და განვითარებას.ეს კი მომავალში მხოლოდ დადებითად აისახება უნივერსიტეტის სტატუსზე.
ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა იქნება მჭიდრო და ერთობლივი ძალებით შევძლებთ საზოგადოების უზრუნველყოფას ინტელექტუალური, კვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.
შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქმვამთ სურვილს საჯარო პრეზენტაცია ჩატარდეს 11 აპრილს 12:00 ზე.
გთხოვთ სტუდენტთა ინფორმირებისათვის გაავცელოთ ზემოთაღნიშნული ინფორმაცია.
პატივისცემით,
ევროპის აკადემიური ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეთერ სანაია
საკონტაქო: 574 334 777, 599 33 47 00