აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ა. ხაბაძის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

6 მაისი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს მოწვევით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ესტუმრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გიორგი თავამაიშვილთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და თანამშრომლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. რექტორმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის რეკონსტრუქციის პროექტი. თავმჯდომარე დაინტერესდა პროექტით და ახლომომავალში მისი განხილვის სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო უნივერსიტეტის დაფინანსების, საგანმანთლებლო და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების საკითხებს. შეხვედრამ საქმიან და გულთბილ გარემოში ჩაიარა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031