ახალი ამბები
კინოჩვენება
24 ნოემბერი 2013 წელი
კინოკლუბში გაიმართა ცნობილი ფრანგი რეჟისორის ლეოს კარაკსის(ნამდვილის სახელი - Алекс Кристоф Дюпон) ფილმის “HOLY MOTORS” ჩვენება. ფილმი ეძღვნება ლეოს კარაკსის მეუღლის კატერინა გოლუბევას ხსოვნას, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები: ქაილი მინოუგი, ევა მენდესი, მიშელ პიკკოლი, ედიტ სკობი. მთავარ როლში - დენი ლავანი, რომელსაც რეჟისორი მუდმივად იღებს მის ფილმებში.
სრულად
სტუდენტთა საყურადღებოდ!
21 ნოემბერი 2013 წელი
მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, კვირას 12-00 საათზე კინოკლუბში გაიმართება კინოჩვენება.
სრულად
მასტერკლასი - ვისწავლოთ სწავლება
20 ნოემბერი 2013 წელი
19 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა მასტერკლასი „გიორგობისთვის ნობათი - ნატურმორტი“, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობის პირველკურსელები, რომლებმაც დევიზით „ვისწავლოთ სწავლება“ ჩაატარეს პრაქტიკული მეცადინეობა (ღია გაკვეთილი) სასულიერო სკოლის მოსწავლეებთან.
სრულად
სადოქტორო დისერტაციის დაცვა
15 ნოემბერი 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს კიდევ ერთი დოქტორი შეემატა. ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა რატი ჩიბურდანიძემ 15 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „მხატვრულ–სტილისტური ტენდენციები XX საუკუნის 70–იანი წლების
ქართულ ფერწერაში". რ. ჩიბურდანიძის დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სპეციალიზირებული საბჭოს გადაწყვეტილებით დისერტანტს ხელოვნების თეორიისა და ისტორიის აკადემიური დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ხელოვნების უნივერსიტეტი ულოცავს რ. ჩიბურდანიძეს დისერტაციის დაცვას და უსურვებს წარმატებებს.