ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

17 ივნისი 2014 წელი

30 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით კინოთეატრ "ამირანში" ტარდება X - საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალი "სესილი" (იხ. ტექსტი)
სრულად

გამოცდა სასცენო მეტყველებაში

13 ივნისი 2014 წელი

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის მე-2 კურსზე შედგა გამოცდა სასცენო მეტყველებაში. სტუდენტებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. ჯგუფის ხელმძღვანელი, მოწვეული პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი ანდრო ენუქიძე. მეტყველების პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი თამილა მეიშვილი,
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

11 ივნისი 2014 წელი

2014 წლის 10 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა. საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს:
1. დიზაინი (ტექსტილის დიზაინი, მოდის დიზაინი);
2. სამუსიკო შემსრულებლობა;
3. სამუსიკო ხელოვნება;
4. ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა);
მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადით.
სრულად

მასტერკლასი - „კინოწარმოების საწყისები - პროდიუსინგი, პროექტის განვითარება“.

10 ივნისი 2014 წელი

„აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 9 ივნისს ჩატარდა აჭარის რეგიონში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დასაფინანსების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმის - „სხვისი სახლი“ - პროდიუსერის ზურაბ მაღალაშვილის მასტერკლასი თემაზე „კინოწარმოების საწყისები - პროდიუსინგი, პროექტის განვითარება“.
სრულად

პრემიერა ხულოს დრამატულ თეატრში

7 ივნისი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრანტმა თენგიზ დავითაძემ ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოების "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით სპეკტაკლი „ვთამაშობთ ყვარყვარეს" დადგა. სპექტაკლში ხულოს სახელმწიფო თეატრალური დასის თითქმის სრული შემადგენლობა მონაწილეობდა. სპექტაკლს ხულოს მაყურებელი მთელი წლის განმავლობაში იხილავს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031