ახალი ამბები

სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა

6 ივნისი 2014 წელი

5 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაეტანო დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი" დაიდგა. სპექტალი ორ მოქმედებად ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სადიპლომო წარმოდგენა იყო. მასში მონაწილეობდნენ ბათუმის კულტურის ცენტრის კამერული და სასულე ორკესტრები, კლასიკური საბალეტო სკოლა, საოპერო მიმართულების გუნდი. სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი ჩხაიძემ დადგა.
სრულად

გიწვევთ პრემიერაზე

3 ივნისი 2014 წელი

5 ივნისს, 20 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საოპერო სპექტაკლი „სიყვარულის ნექტარი“ (კომპოზიტორი გაეტანო დონიცეტი).
სრულად

გამოფენა-გაყიდვა პროკრედიტ ბანკში

2 ივნისი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობების, კავშირი ახალგაზრდა ლიდერები სოციალური ცვლილებებისათვის და მასმედიის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფონდმა „ღვთისშვილები“ პროკრედიტ ბანკში გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.
სრულად

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

30 მაისი 2014 წელი

2014 წლის 28-29 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ბათუმში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ხელოვნების მიმართულებით.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ უნივერსიტეტის, ბათუმის ისტორიაშიც, ვინაიდან დღემდე, ბათუმში გამართულ ყველა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ხელოვნება წარმოდგენილი იყო სექციის სახით, მაგრამ დამოუკიდებლად იგი მხოლოდ წელს იმართება ხელოვნების უნივერსიტეტში.
სრულად

ანსამბლ „ნანოსა“ და ფერისცვალების ეკლესიის მგალობელთა ანსამბლის ერთობლივი კონცერტი

29 მაისი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის ფოლკლორულ ანსამბლ „ნანოსა“ და ფერსიცვალების ეკლესიის ვაჟთა ანსამბლის ერთობლივი კონცერტი, რომელსაც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები დაესწრნენ.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031