ახალი ამბები

სოციალური საცხოვრისები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის - პროექტები სტუდენტებმა მოამზადეს

15 ივლისი 2014 წელი

სოციალური საცხოვრისები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის - ამ თემაზე სამშენებლო პროექტები სტუდენტებმა მოამზადეს. ილიას, ტექნიკური და შვეიცარიის ბერნის უნივერისტეტების სტუდენტებმა სადიპლომო და საკურსო ნამუშევრები სწორედ სოციალური საცხოვრისის თემაზე შექმნეს.


სრულად

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ხელოვნების უნივრსიტეტში

5 ივლისი 2014 წელი

ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების ძირითადი ტენდენციები - ამ საკითხებზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტში მსჯელობდნენ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ფესტივალ "კავკასია 2014"-ის წევრები. შეხვედრაზე მოეწყო 2013-2014 წლებში ქართული საცეკვაო ხელოვნების ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. კონფერენცია ფესტივალ "კავკასია-2014"-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს მაშტაბით ტარდება და მასში, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და რუსეთისა ხალხური შემოქმედებითი ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. ბათუმი ფესტივალს 9 ივლისს უმასპინძლებს.
სრულად

"ქუჩის ავანგარდი" - სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება

3 ივლისი 2014 წელი

"ქუჩის ავანგარდი" - ამ სახელწოდებით ჩვენება ბათუმის ხელოვნების მუზეუმის ვერანდაზე გაიმართა. სადიპლომო ჩვენება ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა მოაწყეს.

ტანსაცმლის დიზაინის ჯგუფის კურსდამთავრებულებმა - მარი გოგოლიშვილმა, სესილი თედორაძემ, ნანა გოგიაშვილმა, მაია ბოლქვაძემ და თეა ხელაძემ მაყურებლებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს.

ჩვენებას მუსიკალურად ჯგუფი "The pickupers" აფორმებდა. საღამოს ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად

სემინარები -კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა სოფლად

2 ივლისი 2014 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინინისტროს დაფინანსებით, 2014 წლის 21-23 და 28-30 ივნისს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა სემინარები თემაზე: კულტურის პროექტების შემუშავება და მართვა-განხორციელება. სემინარი ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში კულტურის მენეჯმენტის სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება. პროექტის მსვლელობისას მონაწილეები თეორიული სწავლების გარდა ჩართულები იყვნენ პრაქტიკულ მეცადინეობებში და პროფესორების რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადეს სახელოვნებო პროექტები.
სრულად

ხელოვნებისა და დიზაინის საერთაშორისო კონკურსი

20 ივნისი 2014 წელი

ხელოვნებისა და დიზაინის საერთაშორისო კონკურსი მსოფლიო მასშტაბით იწვევს სტუდენტებსა და პროფესიონალებს შემდეგი სფეროებიდან: საიუველირო ნაკეთობების დამზადება, საიუველირო ნაკეთობების დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ილუსტრაციები და მხატვრობა.
კონკურსის მთავარი მიზანია იტალიური ხელოვნების, დიზაინისა და ნაკეთობების პოპულარიზაცია, ახალი ხელოვანი ადამიანების აღმოჩენა, მათი წახალისება და ამასთანავე იტალიაში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.accademiariaci.info
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031