სოციალური საცხოვრისები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის - პროექტები სტუდენტებმა მოამზადეს

სურათი

15 ივლისი 2014 წელი

სოციალური საცხოვრისები დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის - ამ თემაზე სამშენებლო პროექტები სტუდენტებმა მოამზადეს. ილიას, ტექნიკური და შვეიცარიის ბერნის უნივერისტეტების სტუდენტებმა სადიპლომო და საკურსო ნამუშევრები სწორედ სოციალური საცხოვრისის თემაზე შექმნეს. 

      კონკურსგარეშე იმუშავეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. მათგან 25 საუკეთესო შეირჩა და საჩუქრად ბათუმის მერიას გადაეცა. პროექტი შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, ბათუმის მერიასა და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. წარმოდგენილი პროექტებიდან ბათუმის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია ერთ-ერთს შეარჩევს და განახორციელებს. 

       სოციალური სახლის ასაშენებლად საჭირო 2,5 მილიონი ლარი, "იაფის სახლის" პროგრამის ფარგლებში, მერიის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მისი განხორციელება ოქტომბრიდან იგეგმება. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031