ახალი ამბები

ფილმის პრეზენტაცია

28 აპრილი 2014 წელი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ფესტივალი "ბათუმური გაზაფხული", სადაც ნაჩვენები იყი ხელოვნების უნივერსიტეტის ტელერეჟისურის სპეციალობის სტუდენტის ნინელი გოგიტიძის ფილმი "მარადისობის გზა". ფილმი მიეძღვნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის ბიძინა მიქაუტაძის ხსოვნას.
სრულად

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

20 აპრილი 2014 წელი

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სრულად

ამირან შალიკაშვილი - 75

14 აპრილი 2014 წელი

ცნობილ ქართველ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურიატს ამირან შალიკაშვილს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პროფესორი ამირან შალიკაშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის საპატიო სიგელით და გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
სრულად

ელდარ შენგელაია - ხელოვნების უნივერსიტეტის სტუმარი

12 აპრილი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ცნობილი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია. მან ისაუბრა 70-80-იანი წლების კინემატოგრაფზე, საკუთარ შემოქმედებაზე, სცენარზე და მსახიობებთან მუშაობის სპეციფიკაზე, გაიხსენა ცნობილ მსახიობებთან ურთიერთობის საინტერესო ეპიზოდები. უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა სამახსოვრო ჩანაწერი და გადაიღო ფოტო სტუდენტებთან ერთად.
სრულად

ევროპის აკადემიური ცენტრის პრეზენტაცია

11 აპრილი 2014 წელი

სტუდენტთა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით გაიმართა ევროპის აკადემიური ცენტრის პრეზენტაცია. ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უკვე განხორციელებულ პროგრამებზე, წარმოადგინეს პროექტები, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა. უპასუხეს შეკითხვებს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031