ახალი ამბები

შეხვედრა დამსაქმებლებთან

23 იანვარი 2013 წელი

გაიმართა შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორს ე. მესხიასა და ბათუმის მერიის ხელოვნებისა და მუსიკალური ცენტრის დირექტორს გ. ბოლქვაძეს შორის. საუბარი შეეხო მერიის ხელოვნებისა და მუსიკალურ ცენტრსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროგრამით გაწეულ საქმიანობას. დღეისათვის მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში დასაქმებულია ხელოვნების უნივერსიტეტის 45 კურსდამთავრებული. ცენტრის შემოქმედებით კოლექტივებში კადრების შევსება ძრითადად ხდება ხელოვნების უნივერსიტეტიდან.
იმავე დღეს რექტორი შეხვდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველს თ. კეჟერაძესა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორს გ. მიქელაძეს.
შეხვედრებზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სრულად

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

18 იანვარი 2013 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დოქტორანტ ვ. ბიბილეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „ქართული რეჟისორული ხელოვნების ფორმირების ძირითადი პრინციპები“ საჯარო დაცვა. მეცნიერ-ხელმძღვანელი სრული პროფესორი ვ. კიკნაძე.
სრულად

გამოცდა არქიტექტურაში

17 იანვარი 2013 წელი

ჩატარდა არქიტექტურის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტთა სემესტრული გამოცდა. საკუთარი პროექტები წარმოადგინეს ბაჩო პაიჭაძემ, დიანა ფარტენაძემ, ია საჯაიამ, მათე თანდილავამ, მათე სარჯველაძემ, მარიამ მაკარაძემ. პროექტის ხელმძღვანელები, პედაგოგები გიორგი რამიშვილი და ზვიად ბურჭულაძე.
სრულად

გარდაიცვალა ლევან მირცხულავა, ხელოვნების უნივერსიტეტის პირველი რექტორი

16 იანვარი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ხელოვნების უნივერსიტეტის პირველი რექტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ლევან მირცხულავა და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.(იხილეთ ტექსტი სრულად)
სრულად

ზურაბ ქავთარაძე - 60

2 იანვარი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ქავთარაძე 60 წლისაა. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ულოცავენ ბატონ ზურაბ ქავთარაძეს საიუბილეო თარიღს, ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებებს უსურვებენ პედაგოგიურ მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930