ლატვიის ელჩი სტუმრად ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

13 ივლისი 2013 წელი

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერა. დიპლომატმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და რექტორთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სახელოვნებო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. ელჩმა კმაყოფილებილებით აღნიშნა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და რიგის უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების შესახებ. მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის წევრებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.


სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031