ახალი ამბები

საბაკალავრო ნაშრომის დაცვა

13 მარტი 2013 წელი

სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტზე შედგა ტელერეპორტიორის სპეციალობის დიპლომანტის ფიქრია დავლაძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვა. თემის სათაური "ბათუმის ისტორია და არქიტექტურული ძეგლები", მეცნიერ-ხელმძღვანელი, კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი მარინე კუპრეიშვილი.
სრულად

ჩვენება კინოკლუბში

12 მარტი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბში გაიმართა გოდერძი ჩოხელის ფილმების ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.
სრულად

თავმჯდომარის არჩევნები

6 მარტი 2013 წელი

გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები. თვითმმართველობის 13 წევრიდან არჩევნებზე გამოცხადდა 10. თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ტელერეჟისორის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ერეკლე სიგუა, რომელმაც ხმის დამთვლელი კომისიის ოქმის მონაცემების მიხედვით 10 ხმიდან 9 დადებითი ხმა მიიღო, 1 ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად.
სრულად

ჩვენება კინოკლუბში

26 თებერვალი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბში გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა.
სრულად

გიწვევთ ფოლკლორის საყმაწვილო სტუდია

25 თებერვალი 2013 წელი

გიწვევთ ხელოვნების უნივერსიტეტთან არსებული ფოლკლორის საყმაწვილო სტუდია. სადაც შეისწავლება ქათული ხალხური სიმღერა, გალობა, ქართული ხალხური ცეკვა, ხალხურ საკრავებზე დაკვრა, ქართული ფოლკლორის ისტორია. სტუდიაში მიიღებიან ბავშვები 6-დან 12 წლის ჩათვლით. განცხადებები მიიღება 1 მარტიდან 15 მარტამდე. მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. 37, მეორე სართული, ოთახი 57. მობ: 597-21-21-11.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930