ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატის განცხადება შენობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით

რამდენიმე დღეა საზოგადოების მცირე ნაწილში ვრცელდება გადაუმოწმებელი, არაობიექტური ინფორმაციები ხელოვნების უნივერსიტეტის შენობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს უკმაყოფილებას უნივერსიტეტის სტუდენტებში, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებში.

შენობის ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება სამთავრობო წრეებში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ერთ-ერთ ვარიანტად მოიაზრება ბათუმის ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობა, სადაც განთავსებულია ბათუმის № 1 საჯარო სკოლის ნაწილი.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილია N 1 საჯარო სკოლის სპორტდარბაზის ადგილას  შენობისათვის კორპუსის მიშენება. პროექტის ღირებულება განისაზღვრა 1 273 609 ლარით. სამუშაოების დასრულების შემდეგ (01.09.2016 წ.) გათვალისწინებულია ყოფილი კოლეჯის შენობიდან სკოლის კონტინგენტის გადაყვანა სკოლის ახალ კორპუსში.

როცა გამოთავისუფლდება (01.09.2016 წ.) ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობა, შესაძლოა, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება აღნიშნული შენობის ხელოვნების უნივერსიტეტისათვის გადაცემაზე. 

შენობის გადმოცემის შემდეგ უნივერსიტეტი, დადგენილი პროცედურების მიხედვით, ჯერ გამოაცხადებს ტენდერს არქიტექტურულ პროექტზე, ხელოვნების უნივერსიტეტის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მომზადებული არქიტექტურული ესკიზებისა და გეგმის პროექტი-მონახაზის მიხედვით, რომლითაც უნდა იყოს გათვალისწინებული შენობისა და მიმდებარე ეზოში ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები.

შემდეგ გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული ფირმა, რომელიც წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოების პროექტსა და დაზუსტებულ ხარჯთაღიცხვას. ამის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა და გამოცხადდება მორიგი ტენდერი შენობის რეკონსტრუქციისა და ეზოში სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. 

ხელოვნების უნივერსიტეტი წინასწარ ვერ განსაზღვრავს ვადებს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ზემოაღნიშნული პროცედურების განხორციელებას - ტენდერებიდან მშენებლობის დასრულებმდე.

ვარწმუნებთ უნივერსტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, უნივერსიტეტის რექტორატი მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც დააკმაყოფილებს ინსტიტუციური ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებს.

ცნობისათვის: ხელოვნების უნივერსიტეტმა, 5 წლის ვადით, ინსტიტუციური ავტორიზაცია და პროგრამული აკრედიტაცია მიიღო 2013 წელს. 2016 წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამზადებს სტანდარტების ახალ პირობებს, რომლის გათვალისწინება სავალდებულო იქნება ყველა უნივერსიტეტისათვის.

დამატებით ამ საკითხზე იხელეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კომენტარი:

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930