აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

სურათი

17 ივლისი 2013 წელი

გაიმართა შეხვედრა „აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლებთნ.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სტუდენტების ჩართვა კინოგადაღებების პროცესში. აღნიშნული კინოპროექტები უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდის, გამოვლენისა და განვითარების, ახალი უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს პროფესიული კადრების მომზადებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ირინე სურმანიძე, აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი სალომე მურვანიძე, ასევე გამარჯვებული კინოპროექტების პროდიუსერები ზურაბ მაღალაშვილი და ნოდარ ნოზაძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930