ახალი ამბები

სარაევოს ფესტივალი გიწვევთ!

სარაევო იწვევს სცენარისტებს, რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს და კინოკრიტიკოსებს სარაევოს ტალანტების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2015 წლის 15-20 აგვისტოს. ფესტივალი ტარდება სარაევოს 21-ე კინოფესტივალის ფარგლებში. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი; talents_sarajevo@sff.ba
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტამბულის უნივერსიტეტთან

23 აპრილი 2015 წელი

2015 წლის 20-23 აპრილს ქ. სტამბულის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია და უნივერსიტეტის პროექტების მართვის განყოფილების სპეციალისტი ს. ჩიკაშუა მივლინებით იმყოფებოდნენ ქ. სტამბულში. გაიმართა ოფიციალური მიღება სტამბულის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორთან და უნივერსიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. მიღების ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. უნივერსიტეტის რექტორატი მადლობას უხდის ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლებს და პირადად გენერალურ კონსულს ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობისათვის.
სრულად

ჩატარდა სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი

19 აპრილი 2015 წელი

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით წელს საქართველოში მესამედ ჩატარდა სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი თემაზე „მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში“.(ტექსტი იხ.სრულად)
სრულად

გამოფენა

17 აპრილი 2015 წელი

მიმდინარე წლის 16 აპრილს გაიხსნა სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის სერგო გოგოლაძის პერსონალური გამოფენა.
სრულად

განცხადება!

მარია შურის სახელობის პიანისტ-შემსრულებელთა კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 14 აპრილიდან 24 აპრილამდე
საბუთები მიიღება მუსიკის ფაკულტეტის დეკანატში
ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა)
10.00 სთ-დან 17.00 სთ.-მდე
ან შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: marishurimusic@gmail.com
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031