ახალი ამბები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

7 აპრილი 2015 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის" წარმომადგენელს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობისა და შშმ პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.
სრულად

ტრენინგ-სემინარი

6 აპრილი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საჯარო მეტყველებისა და ორატორული ხელოვნების მიმართულებით 4-5 აპრილს გაიმართა ორდღიანი ტრენინგ-სემინარი "დაძლიე შიში! ილაპაკე თამამად!"
ტრენინგ-სემინარი ჩაატარა 20 წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსმა ფსიქოლოგმა, კოუჩმა, კვანტური განკურნებისა და ენერგო პრაქტიკების სპეციალისტმა ვერა პანფილოვამ და უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის მეტყველების პედაგოგმა თეა ცაგურიამ.
სრულად

ბელგიური პროექტი

ბრიუსელის საშემსრულებლო ხელოვნების კვლევისა და ტრენინგების სტუდია ახორციელებს Research Studio-ს საპილოტე პროგრამას 12 ქორეოგრაფისა და დრამატურგისათვის. პროექტი გულისხმობს სხვადასხვა ექსპერიმენტს, ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას სხვა ხელოვანებთან, პერფორმანსსა და მუსიკას შორის კავშირის კვლევას და ა.შ.
სრულად

გოგა ნიქაბაძე "Mercedes-Benz Fashion Week Russia" ჩვენებაზე

30 მარტი 2015 წელი

29 მარტს გაიმართა "Mercedes-Benz Fashion Week Russia" შემოდგომა-ზამთრის 2015-2016 წლის საიუბილეო ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, დიზაინერ გოგა ნიქაბაძის კოლექცია.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ! სტუდენტური დღეები - 2015

30 მარტი 2015 წელი

საქართველოს სპორტისა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2015 წლის 20 აპრილიდან 5 ივნისის ჩათვლით ახორციელებს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ პროექტს "სტუდენტური დღეები - 2015". გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის აქტივობები. დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიმართეთ სტუდენტურ თვითმმართველობას ან სტუდენთა მომსახურების განყოფილებას მიმდინარე წლის 8 აპრილის ჩათვლით.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930