პროფესორ ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგის ლექცია

სურათი

6 მაისი 2015 წელი

გაიმართა იენის უნივერსიტეტის პროფესორის დოქტორ ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგის ლექცია.

სამინისტროს კონკურსის „ თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის „ ფარგლებში ხორციელდება პროექტი „ ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“.

პროექტის ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულია იენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგი, რომელიც კითხულობს სალექციო კურსებს:
• ტექსტილიანტიკურ ეკონომიკაში
• ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე
• ძველი სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიური კონსტანტინოპოლის ჩათვლით.
გარდა ამისა შესრულდება ასევე „შემოქმედებითი ლაბორტორიისათვის“ თეჯირები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება შოუ-პერფომანსების დროს.

წარმოდგენილი პროექტის მიზანია სტუდენტთა კრეატიული საშემსრულებლო-შემოქმედებითი და კვლევითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

ამავდროულად პროექტის ფარგლებში ანტიკური ხელოვნების ირგვლივ კვლევის ჩატარების საფუძველზე შეიქმნება სტილიზებული კოსტუმები შემდგომი ჩვენებისათვის და მოეწყობა ხელოვნების უნივერსიტეტში არსებული „შემოქმედებითი ლაბორატორიის“ ინტერიერი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930