ახალი ამბები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

27 მარტი 2015 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების უნივერსიტეტსა და ქ. ბათუმის მერიას შორის.
სრულად

რა? სად? როდის? თამაშის გამარჯვებულები

27 მარტი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?", რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
გამარჯვება მოიპოვა ხელოვნების უნივერსიტეტის გუნდმა სახელწოდებით "ვაჰ".
შემადგენლობა: მარიამ ყურაშვილი, თამარ ჭაკნელიძე, გიორგი კიკნაძე, თამარ თაბუკაშვილი, ლევან ურიდია.

ხელოვნების უნივერსიტეტის თვითმმართველობა ულოცავს და წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი გამარჯვებულ ხუთეულს.
სრულად

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ პრეზენტაცია

27 მარტი 2015 წელი

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ (www. HR.ge) კადრების შერჩევის დეპარტამენტი უკვე 6 წელია ატარებს სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმს. მარტის თვეში დაგეგმილია პრეზენტაცია სპეციალურად უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადის შესავსებად მიმართეთ სტუდენთა მომსახურების განყოფილებას, მე-2 სართული, ოთახი 42.


სრულად

წიგნის პრეზენტაცია

26 მარტი 2015 წელი

გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ერმილე მესხიას წიგნის "მუზეოლოგია" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერი გ. ერმაკოვი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სრულად

შეხვედრა პოეტ ცისანა ანთაძესთან

25 მარტი 2015 წელი

გაიმართა შეხვედრა პოეტ ცისანა ანთძესთან. პოეტს მიესალმნენ ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ე. მესხია, სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი თ. მეიშვილი, ამავე დეპარტამენტის პედაგოგი ნ. დავითაშვილი. პოეტმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, ისაუბრა შემოქმედებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031