ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატის განცხადება შენობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით

სურათი

27 აპრილი 2015 წელი

რამდენიმე დღეა საზოგადოების მცირე ნაწილში ვრცელდება გადაუმოწმებელი, არაობიექტური ინფორმაციები ხელოვნების უნივერსიტეტის შენობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს უკმაყოფილებას უნივერსიტეტის სტუდენტებში, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებში. 

           შენობის ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება სამთავრობო წრეებში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

          ერთ-ერთ ვარიანტად მოიაზრება ბათუმის ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობა, სადაც განთავსებულია ბათუმის № 1 საჯარო სკოლის ნაწილი. 

            ამ ეტაპზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  გამოაცხადა ტენდერი ქ. ბათუმის №1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან (2015-2016 წწ) სახელმწიფო შესყიდვაზე. პროექტის ღირებულება განისაზღვრა 1 273 609 ლარით. პროექტის დასრულების შემდეგ(01.09.2016 წ.) გათვალისწინებულია ყოფილი კოლეჯის შენობიდან სკოლის კონტინგენტის გადაყვანა სკოლის ახალ კორპუსში. 

           როცა გამოთავისფლდება (01.09.2016 წ.) ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობა, შესაძლოა, მიღებულ იქნას გადაწყვეტულება აღნიშნული შენობის ხელოვნების უნივერსიტეტისათვის გადაცემაზე.   

          ხელოვნების უნივერსიტეტის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მომზადებულია შენობასა და მიმდებარე ეზოში ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების პირველადი არქიტექტურული ესკიზებისა და გეგმის პროექტი-მონახაზი.

          შენობის გადმოცემის შემდეგ უნივერსიტეტი, დადგენილი პროცედურების მიხედვით, ჯერ გამოაცხადებს ტენდერს არქიტექტურულ პროექტზე, შემდეგ გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული ფირმა, რომელიც წარმოადგენს შესასრულებელი სამუშაოების პროექტსა და დაზუსტებულ ხარჯთაღიცხვას, ამის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა და გამოცხადდება მორიგი ტენდერი შენობის რეკონსტრუქციისა და ეზოში სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.   

           ხელოვნების უნივერსიტეტი წინასწარ ვერ განსაზღვრავს ვადებს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ზემოაღნიშნული პროცედურების განხორციელებას. 

          ვარწმუნებთ უნივერსტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, უნივერსიტეტის რექტორატი მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც დააკმაყოფილებს ინსტიტუციური ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის სტანდარტებს. 

         ცნობისათვის: ხელოვნების უნივერსიტეტმა, 5 წლის ვადით, ინსტიტუციური ავტორიზაცია და პროგრამული აკრედიტაცია მიიღო 2013 წელს. 2016 წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამზადებს სტანდარტების ახალ პირობებს, რომლის გათვალისწინება სავალდებულო იქნება ყველა უნივერსიტეტისათვის. 


სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031