ჩატარდა სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი

სურათი

19 აპრილი 2015 წელი

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით წელს საქართველოში მესამედ ჩატარდა სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი თემაზე მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში.

2012-2013 და 2013-2014 სასწავლო წლებში კონკურსი საერთაშორისო იყო და მასში საქართველოდან 2 უმაღლესი სასწავლებელი (ილიას უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მონაწილეობდა, ხოლო შვეიცარიიდან - ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. წლევანდელ კონკურსში ბერნის უნივერსიტეტი არ მონაწილეობდა. შარშან ამ პროცესში კონკურსგარეშე ჩაერთო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიც. 

პირველ წელს სოციალური საცხოვრისის დასაპროექტებლად ტერიტორიები შეირჩა ქალაქ თბილისის 2 უბანში- გლდანსა და ვაზისუბანში, შარშან - ქალაქ ბათუმში, ხოლო წელს- ქალაქ ზუგდიდში.

წლევანდელ კონკურსში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 4 სტუდენტური პროექტით იყო წარმოდგენილი. ეს სტუდენტებია: 

  • გიორგი მურადიანი(1-ლიკურსი);
  • ლიკა კომახიძე(მე-3კურსი); 
  • მარიამ მაკარაძე(მე-4კურსი);
  • ელიზბარ რამიშვილი(მე-3კურსი) და ლაშა სამსონია(მე-2კურსი).

მიმდინარე წლის კონკურსის შედეგები საერთაშორისო შემადგენლობის ჟიურიმ 20-21 აპრილს შეაფასა თბილისში, ილიას უნივერსიტეტში. 1-ლი და მე-2 ადგილები ილიაუნის სტუდენტურმა ნამუშევრებმა აიღეს. მე-3 საპრიზო ადგილი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების - ელიზბარ რამიშვილისა და ლაშა სამსონიას ერთობლი ვპროექტს ერგო.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა ბხსუ-ში მეოთხე წელია ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ეს  სტუდენტთა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031