ახალი ამბები

მუსიკალური კოლაბორაციები

20 მაისი 2016 წელი

მუსიკალური კოლაბორაციები - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ხორციელდება საზოგადოება არტ-ალტერნატივას და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მიერ. პროექტის სპონსორია ქალაქ ბათუმის მერია. მუსიკის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნილი საორკესტრო ჯგუფი 30 მაისს 19-00 საათზე გიწვევთ ზ. ფალიაშვილის სამუსიკო-სკოლა თერთმეტწლედის დარბაზში. შესრულებული იქნება ცნობილი საორკესტრო ნაწარმოებების ორიგინალური ვერსიები. ჯგუფის შემადგენლობაში არიან საორკესტრო სპეციალობის სტუდენტები. დირიჟორი - გიორგი აფრიამაშვილი.
სრულად

აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდია „ფერადი სამყაროს“ პრეზენტაცია

19 მაისი 2016 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდიას „ფერად სამყარო“ შორის, რომლის დირექტორია ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია გერსამია-ჯორბენაძე. სკოლა უკვე ერთი წელია რაც ფუნქციონირებს. სწავლება მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 4-დან 6 წლამდე; 6-დან 8 წლამდე; 10-დან 12 წლამდე. ფუნქციონირებს სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლება ოთხწლიანია. სკოლა-სტუდიაში ამჟამად 7 პედაგოგია, მათ შორის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგები. ისწავლება ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ხელოვნების ისტორია.
სრულად

საჯარო ლექცია

18 მაისი 2016 წელი

16-17 მაისს, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის პროფესორის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნების დოქტორის - ანა კლდიაშვილის საჯარო ლექციები თემაზე "ფორმის ანალიზი - ხელოვნების ნიმუშის კვლევის ქვაკუთხედი (ისტორიული ჭრილი და პრაქტიკა)."
სრულად

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია

17 მაისი 2016 წელი

2016 წლის 13-15 ივლისს ვენაში, ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია საშუალებას აძლევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისსაკითხებით დაინტერესებულ მხარეებს, მკვლევარებს, განათლების სპეციალისტებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები აკადემიურ პლატფორმაზე. (იხილეთ ინფორმაცია სრულად)
სრულად

გახდით პროგრამა „საქართველოს მოხალისეს„ მონაწილე აჭარიდან

17 მაისი 2016 წელი

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 19 მაისს 14:00-ზე გაიმართება პროექტის „საქართველოს მოხალისეს“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე გაეცნობით პროექტის მიზნებს და ამოცანებს. ასევე მოხალისეობის ზოგად პრინციპებს. პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ქვემოთ
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031