აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდია „ფერადი სამყაროს“ პრეზენტაცია

სურათი

19 მაისი 2016 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდიას „ფერად სამყარო“ შორის,  რომლის დირექტორია ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია გერსამია-ჯორბენაძე. სკოლა უკვე ერთი წელია რაც ფუნქციონირებს. სწავლება მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 4-დან 6 წლამდე; 6-დან 8 წლამდე; 10-დან 12 წლამდე. ფუნქციონირებს სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლება ოთხწლიანია.  სკოლა-სტუდიაში ამჟამად  7 პედაგოგია, მათ შორის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგები. ისწავლება ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ხელოვნების ისტორია. 
 
18 მაისს შედგა სკოლა-სტუდიის პრეზენტაცია და ამავე დროს  ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის, ასოცირებული პროფესორის სერგო გოგოლაძის ნამუშევრების გამოფენა. სკოლა-სტუდია „ფერადი სამყარო“-ს  მისამართია:  ქ.  ბათუმი, პუშკინის ქ. 67/7, მობილური: 593 15 90 88; ტელ.: (0422) 27 94 90. 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031