ახალი ამბები

სტუდენტებს გიწვევთ ფორუმზე

14 მარტი 2016 წელი

2016 წლის 19-20 მარტის ჩათვლით, ჩაქვში, სასტუმრო „OASIS” -ში გაიმართება ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი, რომელშიც მონაწილეობის მიღების მსურველები შეირჩევიან გასაუბრების გზით. ფორუმის შიდა სამუშაო თემა იქნება მოხალისეობა.(ტექსტი იხ. სრულად)
სრულად

სტუდენტთა დასაქმება!

4 მარტი 2016 წელი

მიდინარე წლის 25 მაისს ტარდება დასაქმების ფორუმი, ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან და აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ წარადგინონ საკუთარი თავი. დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ ქმნის ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება გამოცხადებული ახალი პოზიციების შესავსებად.
დასაქმების ფორუმი მოგცემთ საშუალებას სტუდენტებმა წარუდგინოთ თქვენი CV 60-მდე წამყვან ორგანიზაციას, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი კონკრეტული, ღია ვაკანსიებით.
იმისათვის რომ მიიღოთ მონაწილეობა „დასაქმების ფორუმი 2016“-ში, აუცილებელია დარეგისტრირდეთ. კერძოდ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა (იხილეთ www.HR.ge).
სრულად

ირანის გენერალური კონსულის ვიზიტი

26 თებერვალი 2016 წელი

უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ირანის გენერალური კონსული. მარტში ბათუმში ირანელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, რომელსაც ხელოვნების უნივერსიტეტი უმასპინძლებს. რექტორთან შეხვედრაზე საუბარი ირანთან სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივებს, ირანის სახელოვნებო უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების ამოქმედებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას შეეხო. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ირანთან 2 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში არაერთი აქტივობა განხორციელდა.
სრულად

გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში

25 თებერვალი 2016 წელი

24 თებერვალს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა ბათუმის ნ.კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და აჭარის მხატვართა კავშირის მხატვრების ბლიც-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების: ქეთევან ფილიპოვას, მიხეილ კვაჭაძის, ბექა ბოლქვაძის, ქეთევან ვაჩეიშვილის, მაია გერსამიას, ნოდარ კვირკველიას, გელა გორგილაძის ნამუშევრები.
სრულად

გადაეცათ საპატიო სიგელები

25 თებერვალი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი მიხეილ კვაჭაძე და უფროსი მასწავლებელი ქეთევან ფილიპოვა-კვაჭაძე ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სიგელით.
ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანსა და ბატონ მიხეილს საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930