ახალი ამბები

გიწვევთ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენაზე

15 მაისი 2016 წელი

19 მაისს, 14:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში "სტუდენტთა ნახატების გამოფენა" გაიხსება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები. წარმოდგენილი იქნება 5 სტუდენტის 15-მდე ნამუშევარი. დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა ორი დღის განმავლობაში გაეცნოს ნამუშევრებს. ღონისძიებას ახორციელებს "სტუდენტური ასოციაცია" ბათუმის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით.
სრულად

ეთერ გობრონიძე - 60

13 მაისი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ე. მესხიამ დაბადების დღე მიულოცა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საპატიო სიგელი გადასცა ბიბლითეკის ხელმძღვანელს ეთერ გობრონიძეს.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

11 მაისი 2016 წელი

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის თანახმად განხორციელდება ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები. სტუდენტები, დიპლომანტები და მაგისტრანტები ჩაერთვებიან სხვადასხვა მიმართულებით პროექტების შემუშავებაში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ შემოქმედებით პროექტებსა და ღონისძიებებში.
სრულად

სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

6 მაისი 2016 წელი

ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში გაიმართა სამოსის დიზაინის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი. წარმოდგენილი იყო ბატიკაში შესრულებული ოცდაათზე მეტი ნამუშევარი.
სრულად

გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

5 მაისი 2016 წელი

გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ: რიზეს რეჯეფ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის, ტრაპიზონის შავი ზღვის უნივერსიტეტის, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის, აშშ-ს სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და ხელოვნების უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტი. კონფერენციის მუშაობა სამ სექციად წარიმართა: 1. კულტურა; 2. ხელოვნება; 3. მუსიკა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031