ახალი ამბები

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

27 აპრილი 2016 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ -ს შორის.
სრულად

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს

21 აპრილი 2016 წელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა". კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებული ნაშრომის ავტორს 2016 წლის 20 მაისს, გამოავლენს საკონკურსო კომისია. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
სრულად

გაიმართა HR დასაქმების სააგენტოს პრეზენტაცია

21 აპრილი 2016 წელი

გაიმართა შეხვედრა HR დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელთან. სააგენტოს წარმომადგენელმა ანა ჩაჩიბაიამ სტუდენტებს გაცნო CV შევსების პრინციპები, ისაუბრა ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებზე. მიმდინარე წლის 25 მაისს 12-00 საათზე სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება დასაქმების ფორუმი. საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიების წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ წარადგინონ საკუთარი თავი.
სრულად

რექტორის ვიზიტი ლატვიაში

19 აპრილი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი 12-19 აპრილს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგის ინფორმაციული სისტემების მართვის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები რიგის ინფორმაციული სისტემების მართვის უნივერსიტეტის და ლატვიის ხელოვნების აკადემიის რექტორებთან, რექტორების მოადგილეებთან, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან. საუბრები შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
სრულად

გაიმართა გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია

16 აპრილი 2016 წელი

საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის - GPDC ორგანიზებით 16 აპრილს, ხელოვნების უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატმა, წინანდლის პრემიის ლაურეატმა გიორგი კეკელიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "განათლების მნიშვნელობა".
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930