ახალი ამბები

კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაში მინაწილეობის მსურველთათვის

4 აპრილი 2016 წელი

2016 წლის 26 აპრილს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კიბეროლიმპიადა. ოლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება 6 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გააგზავნონ გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: olimpiada@dea.gov.ge; www.dea.gov.ge. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე - 291 51 40.
სრულად

პირველად საქართველოში ვოკალური ციკლის პრემიერა

28 მარტი 2016 წელი

პირველად საქართველოში ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო „გუსტავ მალერის ცხოვრება და შემოქმედება; ვოკალური ციკლი - მოხეტიალე შეგირდის სიმღერები“. საღამოს უძღვებოდა და გუსტავ მალერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ, მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტმა ასლან დიასამიძემ წარმოადგინა ვოკალური ციკლი „მოხეტიალე შეგირდის სიმღერები“, პროფესორ თამაზ ცერიაშვილის კლასი, კონცერტმაისტერი ნინო ნიშნიანიძე.
სრულად

გაიმართა საჯარო ლექცია

26 მარტი 2016 წელი

საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით 26 მარტს, ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თეონა ბაღდავაძის საჯარო ლექცია "PRოფესია" - როგორ ავირჩიოთ პროფესია და რა როლი აქვს PR -ის პროფესიას დღეს.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 მარტი 2016 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ "ქალთა ასოციაცია 2016"-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია კულტურისა და განათლების სფეროების განვითრებისა და ამ სფეროებში მოღვაწე ადამიანთა ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელება.
სრულად

გარდაიცვალა პროფესორი ვასილ კიკნაძე

22 მარტი 2016 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ცნობილი თეატრმცოდნე, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ კიკნაძე. ვ. კიკნაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გახსნის პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული უნივერსიტეტის სამეცნიერო-შემოქმედებით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ხელოვნებათმცოდნეობის კათედრას. არაერთი ღირსეული ახალგაზრდა აღზარდა და აზიარა ჭეშმარიტ ხელოვნებას.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031