ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ! - „დასაქმების ფორუმი 2016 ბათუმი“

23 მაისი 2016 წელი

25 მაისს გაიმართება „დასაქმების ფორუმი 2016 ბათუმი“, „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ ორგანიზებით. აღნიშნული პროექტი მოგცემთ დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას. თქვენ გეძლევათ შანსი, კომპანიებს წარუდგინოთ და გააცნოთ საკუთარი თავი, ინტერესები და შესაძლებლობები, დაგეგმოთ კარიერა წარმატებით. ფორუმი ჩატარდება მიმდინარე წლის 25 მაისი, 12:00 სთ. – 14:00 სთ-მდე. ღონისძიების ადგილი: „ჰილტონ ბათუმი“, რუსთაველის გამზ. 40. საკონტაქტო ინფორმაცია: 219 33 33(128) / 577 77 12 28
სრულად

აღინიშნა მუზეუმების საერთაშორისო დღე

23 მაისი 2016 წელი

21 მაისს აღინიშნა მუზეუმების საერთაშორისო დღე. ამ თარიღს საქართველო წელს პირველად შეუერთდა. მუზეუმის დღეების ფარგლებში აჭარაში მოქმედ მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში მოეწყო ხელოვნების უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით კოსტუმირებული წარმოდგენა: „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“. აღნიშნული პროექტი „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის„ ფარგლებში განხორციელდა 2015 წელს.
სრულად

ინგა ბოცვაძის საიუბილეო საღამო

21 მაისი 2016 წელი

20 მაისს გაიმართა მუსიკის ფაკულტეტის პედაგოგის, ასისტენტ-პროფესორის ინგა ბოცვაძის საიუბილეო საღამო. იუბილარს მიესალმნენ კოლეგები და თბილისიდან ჩამოსული სტუმრები. უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადასცა საპატიო სიგელი და და რექტორატის გადაწყვეტილებით ჯილდო - ერთი თვის ხელფასი. კონცერტში მონაწილეობდნენ მისი მოსწავლეები და კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას, როგორც სამუსიკო ხელოვნებაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.
სრულად

მუსიკალური კოლაბორაციები

20 მაისი 2016 წელი

მუსიკალური კოლაბორაციები - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ხორციელდება საზოგადოება არტ-ალტერნატივას და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მიერ. პროექტის სპონსორია ქალაქ ბათუმის მერია. მუსიკის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნილი საორკესტრო ჯგუფი 30 მაისს 19-00 საათზე გიწვევთ ზ. ფალიაშვილის სამუსიკო-სკოლა თერთმეტწლედის დარბაზში. შესრულებული იქნება ცნობილი საორკესტრო ნაწარმოებების ორიგინალური ვერსიები. ჯგუფის შემადგენლობაში არიან საორკესტრო სპეციალობის სტუდენტები. დირიჟორი - გიორგი აფრიამაშვილი.
სრულად

აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდია „ფერადი სამყაროს“ პრეზენტაცია

19 მაისი 2016 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და აკადემიური ხატვის სკოლა-სტუდიას „ფერად სამყარო“ შორის, რომლის დირექტორია ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია გერსამია-ჯორბენაძე. სკოლა უკვე ერთი წელია რაც ფუნქციონირებს. სწავლება მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: 4-დან 6 წლამდე; 6-დან 8 წლამდე; 10-დან 12 წლამდე. ფუნქციონირებს სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლება ოთხწლიანია. სკოლა-სტუდიაში ამჟამად 7 პედაგოგია, მათ შორის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგები. ისწავლება ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ხელოვნების ისტორია.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031