გახდით პროგრამა „საქართველოს მოხალისეს„ მონაწილე აჭარიდან

სურათი

17 მაისი 2016 წელი

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 19 მაისს 14:00-ზე გაიმართება პროექტის „საქართველოს მოხალისეს“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე გაეცნობით პროექტის მიზნებს და ამოცანებს. ასევე მოხალისეობის ზოგად პრინციპებს. პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ქვემოთ

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ტექსტს

მოცემული აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პროგრამა ''საქართველოს მოხალისეს'' მონაწილე აჭარიდან.

  • ხართ 17-დან 25 წლამდე!
  • ხართ მოტივიტირებული და კომუნიკაბელური
  • გაქვთ გუნდური მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები
  • ხართ ჩართულნი საზოგადოებრივ და სამოქალაქო აქტივიზმში!

შეგიძლაით აჭარის 6 რეგიონიდან ერთ-ერთის კარგად წარმოჩენა და შემდგომში მძლავრი მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება?
მაშ რაღას უცდით! შეავსეთ აპლიკაცია!

გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ, აპლიკაციის ყველა პუნქტი.

გთხოვთ, ყურადღებით, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რომ მოხდეს თქვენთან შემდგომ დაკავშირება!

გაუზიარეთ, თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს!

აუცილებლად გადააზიარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს!

იყავით აქტიურნი!

https://docs.google.com/

დამატებითი კითხვებისთვის, მოგვმართეთ აქ ან მითითებულ ნომრებზე:
ასლან ართმელაძე - 555 254925
ლელა ცინარიძე - 558 163199

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან პროგრამის პარტნიორია თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი - '' R N C D''

პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონების მიხედვით, 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტში).

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა 11 მაისიდან 31 მაისამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული მოხალისე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031