ახალი ამბები
სტუდენტთა წარმატება არქიტექტურულ კონკურსში
2 ივლისი 2015 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ლაშა სამსონიასა და ელიზბარ რამიშვილის არქიტექტურული პროექტი საერთაშორისო ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა, მესამე საპრიზო კატეგორია მიანიჭა და დიპლომიებით დაჯილდოვდნენ, კონკურსში მონაწილე სტუდენტებს: მურადიან გიორგის, მაკარაძე მარიამს და კომახიძე ლიას კი სერთიფიკატები გადაეცათ. 16 პროექტიდან 4 ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნოდათ. კონკურსი შვეიცარიის განვითარების სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით გამოაცხადა, რომლის მიხედვით სტუდენტებს სოციალური საცხოვრისების არქიტექტურული პროექტები უნდა წარმოედგინათ. კონკურსსში, გარდა ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებისა, მონაწილეობდნენ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები.
სრულად
ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გამოფენა გაიმართა
22 ივნისი 2015 წელი
პროექტი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიაზაცია“ ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის მხარდამჭერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. გამოფენზე ახალციხის სამხატვრო სკოლის 16 მოსწავლისა და 6 მასწავლებლის 150-მდე ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ტიპის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ამავე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისის თვეში ახალციხის დრამატულ თეატრში ბათუმის ნ. კანდელაკის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პროექტის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება.
სრულად
სულიკო ჟღენტის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს
22 ივნისი 2015 წელი
ცნობილი კინოდრამატურგის, ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორის სულიკო ჟღენტის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
სრულად
აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს ჯეიმს დუის ვიზიტი უნივერსიტეტში
17 ივნისი 2015 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების კულტურის ატაშე ჯეიმს დუი. უნივერსიტეტის რექტორთან ე. მესხიასთან გამართულ შეხვედრაზე ჯეიმს დუიმ გამოთქვა სურვილი უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღოს საელჩოს პროექტებში. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მ. ჭიჭიეიშვილი და უფროსი მასწავლებელი, აკადემიური დოქტორი ნ. ინაიშვილი. სტუმარმა დაათვალიერა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გამოფენა და დაინტერესდა პროექტით „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, რომელიც თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა ხელოვნების უნივერსიტეტში.
სრულად
ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსის ოთარ დარჩიას იუბილე
16 ივნისი 2015 წელი
ცნობილ მოქანდაკესა და მხატვარს, ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსს ოთარ დარჩიას 70 წელი შეუსრულდა. იუბილარს შეხვედრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოუწყვეს. პროფესორს, რომელიც სასწავლებლის ემერიტუსია, შეხვედრაზე ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სიგელი გადაეცა და დაჯილოვდა ფულადი პრემიით. იუბილარმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.
სრულად










