ახალი ამბები

ღია გამოცდა

3 ივნისი 2015 წელი

ჩატარდა ღია გამოცდა ვოკალში სამსახიობო სპეციალობის პირველ კურსზე. ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ბიბილეიშვილი, ვოკალის პედაგოგი ასისტენტ-პროფესორი ტარიელ გველესიანი. სტუდენტებმა შეასრულეს ქართველ კომპოზიტორთა ცნობილი სიმღერები.
სრულად

აშშ-ის საელჩო ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლით პროგრამას აცხადებს

3 ივნისი 2015 წელი

ამერიკის საელჩო საქართველოში ფულბრაიტის გაცვლით პროგრამას აცხადებს, კონკურსში გამარჯვებულები 2016-2017 წლებში მაგისტრატურას ამერიკაში უფასოდ გაივლიან. პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკაში ნებისმიერი სპეციალობის დაფინანსებას, ბიზნესის ადმინისტრირების გარდა.(იხ. ტექსტი სრულად)
სრულად

დისკუსია ხელოვნების უნივერსიტეტში “რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო?”

2 ივნისი 2015 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო, მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი, "სხვების ცხოვრება", რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, გერმანიის საიდუმლო პოლიციის საქმიანობას. ფილმის ჩვენებას სტუდენტები ესწრებოდნენ.
სრულად

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

1 ივნისი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ფოიეში 1 ივნისს მოეწყო შ. ზამთარაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
სრულად

გამოფენა

1 ივნისი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია ავსტრიელი სტუმრები, რომლებმაც დაათვალიერეს სტუდენტთა მიერ მინანქარში შესრულებული ნამუშევრები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930